17 ნოემბერი, 2015
როგორ მოიშოროთ მუცელი - დილის ზრაპრული ვარჯიშები ბრტყელი მუცლისთვის
შეასრულეთ სავარჯიშოები ყოველ დილით:

1. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ხელები თავქვეშ დაილაგეთ, მუხლები წინ, სახით მაღლა იყურეთ. ჩასუნთქვისას წამოიწიეთ, ამოსუნთქვისას კი წინა მდგომარეობას დაუბრუნდით.

2. დაწექით ზურგზე, ხელები დუნდულების ქვეშ დაილაგეთ, გამართული ფეხები ოდნავ წამოსწიეთ. ამოსუნთქვისას წამოიწიეთ, ჩასუნთქვისას კი დაუმბრუნდით მდგომარეობას.

3. მუხლებში გადაჯვარედინებული ფეხებით, შექმენით სწორი კუთხე, ხელები თავს უკან დაიწყვეთ. გააკეთეთ აწევები ისე, რომ სხეულის ზედა ნაწილი იატაკს მოაშოროთ. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვის ტექნიკას.

4. დაწექით, ფეხები გადააჯვარედინეთ. შეასრულეთ ტალღოვანი მოძრაობები ამ დგომარეობაში.

5.
ფეხები მუხლებში მოხარეთ, ხელები თავს უკან შემოიჭირეთ და თანმიმდევრობით მიიტანეთ მუხლები ნიკაპთან.

ბრტყელი მუცლის მისაღებად თითოეული ვარჯიში 15-ჯერ შეასრულეთ, დროდადრო გაზარდეთ რიცხვი და თავი მეტად დაიტვირთეთ.

ვარჯიშის რეგულარული შესრულებით შედეგს 15 დღეში მიიღებთ.

პენი ლეინი

ბეჭდვა