26 ოქტომბერი, 2015
პოპულარული ტინა დუტას იგივე იჩას ინდური დიეტა - დაიკელით 7 დღეში 7კგ
პირველი დღე

საუზმე: 1 ჭიქა რძე, 1 ჭიქა ბანანი
სადილი: 3 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი მარილით, 1/3 ინდური კერძი "ბხუჯია". ჭიქა შავი ჩაი.

როგორ მოამზადოთ "ბხუჯია":

აიღეთ 3 ც პომიდორი, 1 ბადრიჯანი, 2 ბულგარული წიწაკა, 1 სტაფილო, 2 კბილი ნიორი. ბადრიჯანი და სტაფილო ერთად მოთუშეთ მცენარეულ ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და წიწაკა. შემოდგით დაბალ ცეცხლზე და გააჩერეთ 15 წუთს. მარილი და ნიორი გემოვნებით. მოთუშეთ კიდევ 10 წუთს.

ვახშამი: 1 ჭიქა შავი ჩაი. 2/3 "ბხუჯია".

მეორე
დღე

საუზმე: ნახევარი გრეიფრუტი, 1 ჭიქა შავი ჩაი
სადილი: 6 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი, მარილით. 1 ჭიქა რძე.
ვახშამი: 6 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი. 1 ჭიქა შავი ჩაი.

მესამე დღე

საუზმე: 2 ც მანდარინი, 1 ჭიქა რძე
სადილი: 5 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი. 1 ჭიქა შავი ჩაი დარიჩინით.
ვახშამი: 5 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი. 2 მანდარინი

მეოთხე დღე

საუზმე: 2 ც კიტრი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი. 1 ჭიქა შავი ჩაი.
სადილი: 2 ც მოხარშული კარტოფილი მარილით, 1 ჭიქა რძე.
ვახშამი: ინდური კერძი "ხაადი" - მზადდება სტაფილოთი და ვაშლით. დაჭრით ვაშლი და სტაფილო. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონი ან ლაიმა. აურიეთ.

მეხუთე დღე

საუზმე: 1 ჭიქა რძე, 2 ც მოხარშული კვერცხი
სადილი: 100 გრ მოხარშული ლობიო. 1 ჭიქა შავი ჩაი.
ვახშამი: 5 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი. 1 ჭიქა შავი ჩაი დარიჩინით.

მეექვსე დღე

საუზმე: 1 ფორთოხალი, 10 ც ნუშის თხილი
სადილი: 6 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი
ვახშამი: ნაღების წვნიანი ბრინჯით.

დაგჭირდებათ 350 გრ რძე. 150 მკ წყალი. 40 გრ ბრინჯი. ჩაყარეთ ბრინჯი ცხელ წყალში და ადუღეთ 5-10 წუთს. დაუმატეთ რძე და ადუღეთ მომზადებამდე. რძის ნაცვლად შეგიძიათ გამოიყენოთ ნაღები.

მეშვიდე დღე

საუზმე: სალათი 1 ც პომიდორით, 2 ც ბულგარული წიწაკა - 3-4 ღერი უკრუპი. დაუმატეტ ცოტაოდენი მარილი და მცენარეული ზეთი.
სადილი: 7 კოვზი მოხარშული ბრინჯი. 1 ჭიქა რძე.
ვახშამი: 1 ც ბანანი, 1 ც გრეიფრუტი

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS