19 ოქტომბერი, 2015
ფულის ხე - გკურნავთ თუ გწამლავთ?! - ყველასთვის ცნობილი ოთახის მცენარის დაუჯერებელი თვისებები
ფულის ხე დღესდღეობით ალბათ ყველა ოჯახშია. სჯერათ, რომ მცენარე კეთილდღეობის მომტანია ან სამკურნალოდ გამოიყენებენ. ახლა კი გაიგეთ სიმართლე ფულის ხის დადებით თუ უარყოფით თვისებებზე.

ფულის ხე შეიცავს მაღალი კონცენტრაციის დარიშხანს, ამიტომ შინაგანი მოხმარებისთვის მცენარის სამკურნალოდ გამოყენება არ არის რეკომენდებული. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ფიქსირდება დიარეა, ღებინება, გონების დაკარგვა.

ჰერპესი ტუჩზე

ფულის ხის რამდენიმე ფოთლისგან გამოწურეთ წვენი და დაზიანებულ ტუჩზე წაისვით ყოველ 30 წუთში ერთხელ.

ანგინა, ტონზილიტი

10 ფოთლიდან გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ 200 მლ წყალი და დღეში
3-5 -ჯერ გამოივლეთ.

თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების ან კუჭის წყლულის შემთხვევაში

დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე შეჭამეთ ფულის ხის 2 ფოთოლი. კარგად დაღეჭეთ.

პიელონეფრიტი, ცისტიტი

გაწურეთ ფულის ხის 5 ფოთოლი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, გააჩერეთ 1 საათს, გაფილტრეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ართრიტი, ართროზი

10-15 ფოთლიდან გამოწურეთ წვენი და წაისვით დაზიანებულ სახსრებზე.

ჰემოროი

დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი, შვებას მაშინვე იგრძნობთ.

დამწვრობა, სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა, ჭრილობები

ფულის ხის ფოთლების პიურე, დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, შემოიხვიეთ დოლბანდი და შეცვალეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

ზოგიერთი მოსაზრებით ფულის ხე ჰაერს მავნე მიკრობებისა და ბაქტერიებისგან წმენდს, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ მცენარეს სიმდიდრე და წარმატება მოაქვს.

ანა ვერძაძე

ბეჭდვა