19 ოქტომბერი, 2015
ფულის ხე - გკურნავთ თუ გწამლავთ?! - ყველასთვის ცნობილი ოთახის მცენარის დაუჯერებელი თვისებები
ფულის ხე დღესდღეობით ალბათ ყველა ოჯახშია. სჯერათ, რომ მცენარე კეთილდღეობის მომტანია ან სამკურნალოდ გამოიყენებენ. ახლა კი გაიგეთ სიმართლე ფულის ხის დადებით თუ უარყოფით თვისებებზე.

ფულის ხე შეიცავს მაღალი კონცენტრაციის დარიშხანს, ამიტომ შინაგანი მოხმარებისთვის მცენარის სამკურნალოდ გამოყენება არ არის რეკომენდებული. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ფიქსირდება დიარეა, ღებინება, გონების დაკარგვა.

ჰერპესი ტუჩზე

ფულის ხის რამდენიმე ფოთლისგან გამოწურეთ წვენი და დაზიანებულ ტუჩზე წაისვით ყოველ 30 წუთში ერთხელ.

ანგინა, ტონზილიტი

10 ფოთლიდან გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ 200 მლ წყალი და დღეში
3-5 -ჯერ გამოივლეთ.

თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების ან კუჭის წყლულის შემთხვევაში

დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე შეჭამეთ ფულის ხის 2 ფოთოლი. კარგად დაღეჭეთ.

პიელონეფრიტი, ცისტიტი

გაწურეთ ფულის ხის 5 ფოთოლი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, გააჩერეთ 1 საათს, გაფილტრეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ართრიტი, ართროზი

10-15 ფოთლიდან გამოწურეთ წვენი და წაისვით დაზიანებულ სახსრებზე.

ჰემოროი

დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი, შვებას მაშინვე იგრძნობთ.

დამწვრობა, სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა, ჭრილობები

ფულის ხის ფოთლების პიურე, დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, შემოიხვიეთ დოლბანდი და შეცვალეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

ზოგიერთი მოსაზრებით ფულის ხე ჰაერს მავნე მიკრობებისა და ბაქტერიებისგან წმენდს, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ მცენარეს სიმდიდრე და წარმატება მოაქვს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
გულო
დანდური არის ბალახის ჯიში, რომელიც მიწაზეა გართხმული და ეს ფულის ხე არის როგორც ჯუჯა ხე ისეტივე და სწორი ტანი და ;ამაზი დატოტვა აქვს, საკვებად გამოდგება დანდური,ეს კი დარიშხანს შეიცავს დაუკუჩვენებები აქვს უამრავისაკვებად არ გამოიყენება
20:29 / 23-10-2017
გამოხმაურება / 0 /
მე
ლალუს.რას ამბობთ,დანდური ხე ნამდვილად არ არის.ის ბალახოვანი მცენარეა.ეს რომ კერძად მოამზადოთ უნდა დაემშვიდობოთ სიცოცხლეს.თუ არ იცით,ასეთ რამეს როგორ წერთ...ხეს და ბალახს ვერ არჩევთ?
13:10 / 08-01-2017
გამოხმაურება / 1 /
ასმათი
დანდურის ნორჩი ყლორტები კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ,გადაასხით ნახარში ქვეყნის, შეგიძლიათ ცოტა წვენი დაუტოვოთ. შეანელეთ გემოვნების მიხედვით ნივრით, ძმრით და მარილით. შეუნელებელი ცოტა წვენთან ერთად შეგიძლიათ დაასტერილოთ და ზამთრისთვის შეინახოთ.
14:19 / 07-07-2019
მანანა
ამას ბარაქის ხე ჰქვია, ოთახის ხე-ყვავილივითაა, დანდური ეზოშია...
07:42 / 22-08-2016
გამოხმაურება / 0 /
""""
გლედისი თქვენს მიერ აღწერილ მცენარეს დანდური ჰქვია. :)
15:13 / 12-05-2016
გამოხმაურება / 0 /
თეკუნა
ამ მცენარეს თუ ფოთლები დასცვივდა ტრაგედიას მოასწავლებს ოჯახშიო,მართალია?
13:49 / 12-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS