08 ოქტომბერი, 2015
ნატაშა კარალიოვას გახდომის საიდუმლო - 3 კვირაში მინუს 15 კილო
სიმაღლე - 160 სმ
წონა - 52 კგ


მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია და კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, მაგრამ ნატაშა სწორედ იმ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც გამუდმებით აკონტორელბს წონას.

ახალგაზრდობაში კარალიოვა წარმატებით იყენებდა განტვირთვისა და შიმშილის დღეებს. დიეტის ეს მეთოდი ცნობილმა ინგლისელმა დიეტოლოგმა ურჩია. დიეტა ყოველთვე სამ დღიანი სრული შიმშილითა და მოხარშული ბოსტნეულით შემოიფარგლებოდა. ამ მეთოდით ადვილად ინარჩუნებდა ფორმასა და
ჯანმრთელობას.

ბოლო დროს ნატაშა კარალიოვა ცნობილი ვარსკვლავების დიეტოლოგ მარგარიტა კარალიოვას რჩევებით ხელმძღვანელობს.

გთავაზობთ ნატაშა კარალიოვას ცნობილ დიეტას:

1. პირველ რიგში რაციონიდან ამოიღეთ მარილი. გამორიცხეთ მაიონეზი, კეტჩუპი და სხვადასხვა სოუსები. პირველ დღეებში ყველაფერი უგემურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ორგანიზმი თანდათან ეჩვევა და დიეტის შემდეგი პუნქტებიც გიადვილდებათ.

2. საკვების ყოველი მიღება 2 საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ამით შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ, ნაკლებ საკვებს მიიღებთ და ორგანიზმს ცხიმის დაგროვების საშუალება არ ეძლევა.

3. ნაკლებნახშირწყლებიანი რაციონი. გამორიცხეთ ტკბილი, მარილიანი, მწარე და შებოლილი. მიიღეთ უცხიმო თევზი, მოხარშული ხორცი და ბოსტნეული.

4. რეკომენდებულია დღის განმავლობაში 1,5- 2 ლიტრამდე ნატურალური წყალი.

5. კვირაში ერთხელ აუცილებლად გააკეთეთ განტვირთვის დღე.

ეს დიეტა 3 კვირაზეა გათვლილი, თუმცა თუ სასურველ წონას ვერ მიაღწევთ, შეგიძლიათ მეტ ხანს გააგრძელოთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS