05 ოქტომბერი, 2015
როგორ მოამზადოთ „პუდრა“ შვრიით სახლის პირობებში - შესანიშნავი ეფექტი
სახლის პირობებში მომზადებული შვრიის პუდრა არამარტო კვებავს სახეს ვიტამინებით, არამედ არაჩვეულებრივ ბზინვარებას ანიჭებს. თუ ნატურალური პროდუქტის მომხრე ხართ აუცილებლად მოამზადეთ შვრიის პუდრა. სულ რაღაც 24 საათში მზად არის.

დაგჭირდებათ:

10 სუფრის კოვზი შვრია
3-4 ლ წყალი

მომზადების წესი:

შვრია ყავის საფქვავში დაფქვით, მოათავსეთ ქილაში, დაასხით 1 ლ წყალი და კარგად აურიეთ. როცა მსხვილი ნაწილები კარგად დაიშლება, წყალი დაუმატეთ. პროცედურა 3-4 ჯერ გაიმეორეთ, ვიდრე კარგ კრახმალს არ მიიღებთ.

გააჩერეთ ქილა, ვიდრე ნალექი არ წარმოიქმნება.

ნალექი 3
ფენიან ქაღალდის არაარომატიზირებულ პირსახოცში გაწურეთ.

გააშრეთ ნალექი სალფეთქზე - 24 საათის განმავლობაში.

გამოშრობის შემდეგ კვლავ დაფქვით, მოათავსეთ კონტეინერში და წაისვით სახეზე სპეციალური ფუნჯით.
პუდრა ადვილად გადანაწილდება კანზე და განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS