30 სექტემბერი, 2015
რის მიღება გეკრძალებათ დილით უზმოზე - უფრთხილდით გასტრიტს
გამომცხვარი პროდუქტი ხშირად აპათიის მიზეზი ხდება, ციტრუსი - გასტრიტს იწვევს, ყავა რძით კი კენჭებს თირკმელში.
საუზმე რომ დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია ამაზე უკვე დიდი ხანია შევთანხმდით, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის არ ვიღებთ სასარგებლო საკვებს.

საფუარი - კუჭის გაზის გამომუშავებას იწვევს, რაც დისკომფორტს უქმნის კუჭს და არასასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ. ამიტომ უზმოზე, საფუარით გამომცხვარი ნებისმიერი კერძი მავნებელია.

იოგურტი - მისი სარგებლიანობა შემდეგში მდგომარეობს - მასში არსებული სასარგებლო ბაქტერიები საჭმლის მონელებაში გეხმარებათ. ხოლო თუ ეს პატარა პარაზიტები ორგანიზმში
უზმოზე მოხვდება, კუჭის აგრესიული წვენი შთანთქავს, ამიტომ უზმოზე მისი მიღება უსარგებლოა. უნდა მიირთვათ მხოლოდ ჭამის შემდეგ.

ყავა - უზმოზე, კუჭში მოხვედრილი კოფეინი მის გაღიზიანებას იწვევს. პასუხად კუჭის წვენს გამოიმუშავებს და თუ სხვა საკვებს არ მიიღებთ, მწყობრიდან გამოდის და გარკვეული დროის შემდეგ გასტრიტიც ჩამოგიყალიბდებათ. ყავა აღიზიანებს ნაღვლის ბუშტსაც.

შაქარი
- და ნებისმიერი ტკბილი პროდუქტი, თუნდაც ბანანი. შაქარს მომენტალურად შეიწოვს ორგანიზმი და აღიზიანებს კუჭქვეშა ჯირკვალს. საპასუხოდ გამოიყოფა ინსულინი. სისხლში შაქრის შემცველობა საგრძნობლად იკლებს, რასაც საბოლოოდ აპათიამდე და დაუძლურებამდე მიჰყავხართ.

ციტრუსი - შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავას, რაც კუჭს აღიზიანებს. თუ კუჭის არავითარი პრობლემა არ გაწუყებთ, შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ თუ გასტრიტი გაწუხებთ, უმჯობესია ციტრუსი რაციონიდან ამოიღოთ.

მსხალი
- წინაპრებს უთქვამთ "მსხალი დილით საწამლავია, საღამოს კი ვარდიო". საქმე იმაშია, რომ მსხლის უხეში ქსოვილები აზიანებს გადამამუშავებელი სისტემის ნაზ ორგანოებს.

ხურმა - შეიცავს რთულადმოსანელებელ ბოჭკოებს, რაც აფერხებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ნიორი - კოფეინის პრინციპით მოქმედებს, აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს.

ცივი სასმელები - კუმშავს კუჭის სისხლძარღვებს. ფერხდება ამ ორგანოს სისხლისმიმოქცევა და მონელების პროცესი იშლება. ამიტომ არ შეიძლება უზმოზე ცივი სასმელების მიღება, უმჯობესია ჭამის შემდგომ რამდენიმე საათში.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაკა
"დილით მსხალი გულზე შხამი, დილით ვაშლი გულზე ვარდიო" ასე აქვთ ჩვენ წინაპრებს ნათქვამი :)
18:45 / 14-03-2016
გამოხმაურება / 0 /
:)))
აბა რა ვქნათ დილით იქნებ გვიტხრათ!!!
21:26 / 13-12-2015
გამოხმაურება / 0 /
იმდენ რამეს წაიკითხავ აქ, ამათი სტატიებით და რჩევებით არაფერი არ გვეჭმევა, პირი უნდა ამოვიკეროთ ? :) ყველაფერი საზიანოა და რა ვჩამოთ????
17:27 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS