26 სექტემბერი, 2015
როგორ ვებრძოლოთ ფერიმჭამელებს ნივრის ნაყენის საშუალებით
პრობლემები პირველად ლოყებზე, სქესობრივი მომწიფების პერიოდში იჩენს თავს, გაძლიერებული ჰორმონალური მოქმედება ზრდის ცხიმოვან სეკრეციას, ეპითელიუმის ნაწილაკები აცობს ფორებს და წარმოქმნის ფერიმჭამელებს. გაწითლებული, მტკივნეული ფერიმჭამელების გამორწყვა დაუშვებელია. უმტკივნეულო, თეთრი თავის მქონე ფერიმჭამელების მოშორება კი შეიძლება, ოღონდ ფრთხილად და სათუთად უნდა იმოქმედოთ:

პრობლემური ადგილი სალიცილის სპირტით გაიწმინდეთ, ცეცხლზე დეზინფიცირებული ნემსით ძალიან ფრთხილად ოდნავ გაჩხვლიტეთ და ისე, რომ არ გამორწყათ, ჩირქის გროვა მარილის ნაჭრით მოიშორეთ, შემდეგ კვლავ სალიცილის სპირტი წაისვით.

კარგი იქნება, თუ ფერიმჭამელებიან სახეს ყოველდღიურად ძახველის წვენით
გაიწმინდავთ ან პიტნისა და ძირკავას ფესვების ნაყენით ჩამოიბანთ. ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ პიტნისა და ძირკავას ფესვების ნაკრებს 1 ლიტრი მდუღარე დაასხით. სახის გაწმენდა სოდიანი წყლითაც შეიძლება - 1 ჩაის კოვზი სოდა ნახევარ ჭიქა წყალზე. გაწმენდის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური ნიღბები:

. ნივრის ნიღაბი. ერთი თავი გარჩეული ნიორი დანაყეთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი, წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

. ნივრის ნაყენი. ერთი თავი გარჩეული ნიორი დანაყეთ, დაასხით 200-250 გრამი ამჟავებული რძე, აურიეთ, გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში და მეორე დღეს გაანაწილეთ სამ ულუფად და მთელი დღის განმავლობაში დალიეთ ჭამის წინ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS