18 სექტემბერი, 2015
მზია ორველაშვილის სილამაზის საიდუმლო: „არ მომწონს, როდესაც ტუჩებს იბერავენ და გარეგონას იცვლიან“
ვეცდები, გარეგნობა მოვიწესრიგო, ოღონდ ბუნებრივი მეთოდებით
მოცეკვავე მზია ორველაშვილი ყოველთვის ფორმაშია. იყო პერიოდი, როდესაც ზედმეტი წონა აწუხებდა, თუმცა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასურველ ფორმას დაბრუნებოდა. 

- მზია, გაქვს თუ არა სახის კანის მოვლის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი?

- სახის კანს საერთოდ არ ვუვლი. კოსმეტოლოგთან რომ მივედი სახის გასაწმენდად, მითხრა, არ გჭირდება, ძალიან კარგი სახის კანი გაქვს და არანაირი კრემი არ იხმაროო.

- წონას როგორ ინარჩუნებ, რას აკეთებ იმისთვის, რომ ყოველთვის კარგი აღნაგობა გქონდეს?
- ფიტნესვარჯიშები - კროს ფიტი,
ძალიან მეხმარება წონის შენარჩუნებაში. ყველას ვურჩევ ამ ვარჯიშებს. წონას, რასაკვირველია, კვებითაც ვაკონტროლებ. არ ვჭამ ცომეულს, თუმცა ძალიან მიყვარს და რთულია თავის შეკავება, მაგრამ ვცდილობ, სალათები, მოხარშული
და ორთქლზე დამზადებული საჭმელები მივირთვა.

- თუ გაქვს რაიმე მეთოდი, რომლითაც ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებას დიდხანს მოახერხებ?
- როცა დამჭირდება, აუცილებლად გავითვალისწინებ მათ რჩევას, ვინც უკვე ჩაიტარა ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი პროცედურები. ის კი ვიცი, რომ პლასტიკურ ოპერაციას არასდროს დავთანხმდები. მიმაჩნია, რომ ქალი ბუნებრივად ლამაზი უნდა იყოს. რაც ღმერთმა მისცა, ისე უნდა გამოიყურებოდეს. არ მომწონს, როდესაც ტუჩებს იბერავენ და გარეგონას იცვლიან. რა თქმა უნდა, როცა ჩამოვჭკნები, ვეცდები, გარეგნობა მოვიწესრიგო, ოღონდ ბუნებრივი მეთოდებით.

- როგორ ფიქრობ, მამაკაცებს შენს გარეგნობაში რა მოსწონთ ყველაზე მეტად?
- ცოტა უცნაური კითხვაა, ზოგს უთქვამს, რომ ჩემი ბუნებრიობა მოსწონს, ზოგს ჩემი ხასიათი ხიბლავს. ამ თემაზე ბევრი საუბრისგან
თავს შევიკავებ.

- მოცეკვავები ალბათ ფეხებს განსაკუთრებით უვლით, რადგან ბევრს ვარჯიშობთ. რა უნდა გააკეთო, რომ დაღლილობა მალე მოგეხსნას და ფეხებში სიმძიმე არ იგრძნო...
- მოცეკვავეს ფეხები ყოველთვის მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. ვცდილობ, არ ვითამაშო ფეხბურთი და ისეთი თამაშები, რომ ფეხი მოვიტეხო ან დავიზიანო. ვარჯიშის შემდეგ ფეხები ყოველთვის მძიმდება. ვცდილობ, ყოველთვის რეჟიმში ვიყო და დროულად დავიძინოთ, რომ ორგანიზმმა
კარგად დაისვენოს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მაიკო
ძალიან კარგი გოგო და მოცეკვავეა. ჯერ ნამდვილად არაფერი სჭირდება. მომწონს ბუნებრივად რომ გამოიყურება.
03:47 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
წწწწწ
RmerTma bunebrivad fexebze Tmebic mogca, da rato iparsav? Tu bibliaSi weria epilaciebi naklebi codvaa vidre cxvirze kexis mocilebao?
13:36 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS