18 სექტემბერი, 2015
ეკა ჩხეიძე სახის კანს ბებიების რეცეპტით უვლის : ''ბუნებას ვარ მინდობილი, არ ვიპრანჭები''
ზღვაზე მხოლოდ მზისგან დამცავ ნიღაბს ვისვამ
მსახიობი ეკა ჩხეიძე თავის მოვლის საიდუმლოს გვიმხელს, რომელიც იაფი და ეფექტურია ნებისმიერი ასაკის ქალბატონებისთვის. 

- ეკა, როგორ ინარჩუნებთ კარგ ფორმას?
- ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. საერთოდ არ ვნერვიულობ იმაზე, რომ წონაში მოვიმატებ. რისიც გეშინია, ის აუცილებლად გემართება. ფსიქოლოგიურ მომენტს ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს. ჭამაში არ ვზღუდავ საკუთარ თავს. არ მიყვარს ისეთი საჭმელები, რომლებიც ასუქებს. არ მიყვარს შემწვარი კარტოფილი, რომელიც ქოლესტერინის ბუდეა. ხაჭაპური და ხინკალიც შეიძლება მომინდეს, მაგრამ ეს ორ თვეში ერთხელ ხდება.
საერთოდ, ცოტას და ხშირად ვჭამ. ალბათ ესეც განაპირობებს იმას, რომ არ ვსუქდები. არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე და ცხოვრებაში არ მივარჯიშია. სწორ კვებაში კი შედის ის, რომ ხორცთან ერთად არასდროს ვჭამ პურს. თუ მომინდა, შევჭამ ტკბილსაც და ხაჭაპურსაც.
ზაფხულში კიტრის და პომიდვრის სალათით ვიკლავ შიმშილის გრძნობას. ცივი ყავა ნაყინით უკვე მანაყრებს.

- თმის მოვლის რაიმე მეთოდი გაქვთ?
- არანაირად არ ვუვლი თმას. ზღვაშიც ჩვეულებრივ ვბანაობ და არ ვუფრთხილდები. არ ვიყენებ ბალზამს, რომელიცვითომ არბილებს თმას, მაგრამ ის დაარბილებს თმის ძირებსაც და არ მინდა, ცვენა დამეწყოს. შამპუნებს აფთიაქში ვყიდულობ, თმისთვის არანაირ ნიღბებს არ ვიყენებ.

- სახის კანს როგორ უვლით?
- ბუნებას ვარ მინდობილი, არ ვიპრანჭები. ზღვაზე მხოლოდ მზისგან დამცავ ნიღაბს ვისვამ. ზაფხულში სახის კრემს საერთოდ არ ვხმარობ.

- თავის მოვლის ბებიების რეცეპტს იყენებთ?
- ბებიების ძალიან კარგ რეცეპტს ვიყენებ. აფთიაქში ვყიდულობ ზეთოვან ვიტამინებს, რომელიც კაპიკები ღირს, ვყიდულობ A, E ვიტამინებს, ალოეს და ქაცვის ზეთს და ერთმანეთში ვურევ. მშრალი კანისთვის ეს ძალიან კარგი ნარევია. არაფერი განსაკუთრებული ამის მომზადებაში არაა. ხანდახან ხილს თუ წაისვამ, მაგალითად, მარწყვს, ჟოლოს ან ბანანს, ესეც კარგია სახის კანისთვის.

- ალბათ არასდროს მოინდომებთ პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას...
- თუ დამჭირდა, აუცილებლად გავიკეთებ. ვფიქრობ, ქალი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს. რა თქმა უნდა, არაბუნებრივად გადაჭიმული არ უნდა ჰქონდეს სახის კანი, მაგრამ ფორმაში ყოფნის გამო პატარა ჩარევები გარეგნობაში არ უნდა იყოს პრობლემა.
კიდევ ერთ კარგ რჩევას მოგცემთ, ნაკლები ინერვიულეთ, ხშირად გაიღიმეთ და ყოველთვის
ახალგაზრდა იქნებით.

ჟურნალი ''რეიტინგი''
მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
რა ძალიან ფოტოგენურია
სექტემბერში ბარსელონაში შემხვდა და გავოცდი ამხელა სხვაობა რომ დავინახე.ეკრანზე და ფოტოებში ძალიან კარგია..ცხოვრებაში კი ამის კანს მოვლის არაფერი ეტყობა
12:20 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ir ina
რუსკას,ან მკლავს რა ერჩით ან კისერს?მე ვერაფერი შევნიშნე,გარდა იმისა რომ ძალიან მომწონს ეს ახალგაზრდა ქალბატონი და მისი შემოქმედება.ეტყობა რომ კარგი გენის მატარებელია.
18:43 / 18-09-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსკა
მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება,მაგრამ რომ არ ვარჯიშობს,ეს ეტყობა კისერზეც და აგერ ამ სურათზე მკლავზეც.
18:01 / 18-09-2015
გამოხმაურება / 0 /
დეა
სათქმელად კია ადვილი არ ინერვიულო ხშირად გაიღიმე მაგრამ არ გამოდის სანერვიულო როცა არის რომ არ ინერვიულო :(
17:52 / 18-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ძაან საყვარელი ქალია და ძაან მიყვარს
13:57 / 18-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS