05 სექტემბერი, 2015
5 საიდუმლო ფაქტი ყვავილოვან კომბოსტოზე - დაიცავით თავი კიბოსგან
დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ყვავილოვანი კომბოსტო ხშირად მივირთვათ. იგი სავსეა ვიტამინებითა და ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებით. ამასთან ერთად ყვავილოვანი კომბოსტო აქრობს სხეულის ნებისმიერ ანთებას. ამ სტატიაში გაგაცნობით დამატებით 5 ფაქტს ამ ბოსტნეულის შესახებ.

1. ყვითელი ფერის ყვავილოვანი კომბოსტო უფრო სასარგებლოა ვიდრე თეთრი.

ყვავილოვანი კომბოსტო ჩვეულებრივ თეთრია. მაგრამ მაშინ, როცა მცენარე მზის გულზე დაუცველად იზრდება ფერს იცვლის, ყვითლდება. ამ დროს კომბოსტო მეტ ფიტონუტრინს გამოიმუშავებს და ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლო ხდება.

2. ყვავილოვანი კომბოსტოს სუნი სპეციფიკურია, მაგრამ არა საზიზღარი

გაიხსენეთ ბოლოს
როდის მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო? მოდით, გამოვიცნობ, სახლში საშინელი სუნი დიდხანს ტრიალებდა. თუ კომბოსტოს სწორად მოხარშავთ, არ აყროლდება. დაბალ ცეცხლზე ხარშვისას ფართოვდება გოგირდის შემცველი ბოჭკოები, ამიტომ ქვაბი მაღალ ცეცხლზე დადგით.

3. კომბოსტოს სწრაფად ჭრა ხელების ვარჯიშია

დაფიქრებულხართ, რომ შეიძლება მოამზადოთ გემრიელი კერძი და ამასთან ერთად ავარჯიშოთ ხელები? კომბოსტოს ჩქარი ტემპით ჭრის დროს თქვენი ხელის კუნთები ტონუსში მოდის.

4. კომბოსტოზე ყავისფერი ლაქები არ მიანიშნებს მის უვარგისობაზე

ხანდახან ყვავილოვან კომბოსტოს ყავისფერი ლაქები აქვს. არ გეგონოთ, რომ გამყიდველმა მოგატყუათ. ყავისფერი ლაქები მიუთითებს იმაზე, რომ მოსავლის აღებამდე გლეხი უვლიდა ბოსტნეულს და ამატებდა უვნებელ სასუქ ,,ბორს." ბორი უზრუნველყოფს მცენარის დაცვას და მის ზრდა-განვითარებას. მიირთვით შფოთვის გარეშე.

5. ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება

კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ყვავილოვან კომბოსტოს, კიბოს გაჩენის რისკი მცირდება. კომბოსტო შეიცავს სულფორანს, რომელიც კვებავს, ან უკიდურეს შემთხვევაში კლავს, დაზიანებულ უჯრედებს. ყვავილოვანი კომბოსტოს ახლო ნათესავია ბროკოლი, რომელიც ასევე კიბოს პრევენციისთვის გამოიყენება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
1234
Iსაბელე ბროკოლო დაყვავილოვანი კომბოსტო გვანან.ბროკოლო არის მწვანე ფერი,ყვავილოვანი კომბოსტო ტეტრი ფერის.მწნილიც დზალიან გემრìელია
12:47 / 16-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა მარგველაშვილი
მოხარსშე კვავილოვანი კომბოსტო გადაწურე აყარე ბანკებში უყავილიტრიანს ერთი დიდი კოვზით მარილი დაასხი წყალი და 15 წთ გაასტერილე და მოხუფე
18:26 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ყავილოვან კომბოსტოს შეწვის მაგივრად უკეთესია თუ მოხარშვის შემდეგ დაანაწევრებთ და მოაყრით ცხიმში მოხალუს ორტცხობილას საფანელს,მარილით.ეს ძალიან მარტივი ,გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლოა და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება.69
18:48 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანუკა
მე საბერძნეთში წლები ვიმუშავე რესტორანში და არავითარი მაიონეზი. მაიონეზი ქოლესტირინს აგროვებს. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ცოტა მარილი, ჩააწყვეტ და მოხარშეთ ზღვის კომბოსტო, ოღონდ მთლიანი არა, უნდა დაანაწევროთ. რომ მოიხარშება დააწყვეთ საწურავზე. ცოტა რომ შეგრილდება მოასხით ზეითუნის ზეთი. მოაწურეთ ცოტა ლიმონი და მიირთვით. ეს ყველაზე სწორი მომზადების წესია. არავითარი კვერცხში შეწვა და მაიონეზში ჩაწყობაააა
09:06 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ზამთარში როგორ უნდა შევინახო ხომ არ იცით?
12:18 / 14-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS