05 სექტემბერი, 2015
5 საიდუმლო ფაქტი ყვავილოვან კომბოსტოზე - დაიცავით თავი კიბოსგან
დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ყვავილოვანი კომბოსტო ხშირად მივირთვათ. იგი სავსეა ვიტამინებითა და ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებით. ამასთან ერთად ყვავილოვანი კომბოსტო აქრობს სხეულის ნებისმიერ ანთებას. ამ სტატიაში გაგაცნობით დამატებით 5 ფაქტს ამ ბოსტნეულის შესახებ.

1. ყვითელი ფერის ყვავილოვანი კომბოსტო უფრო სასარგებლოა ვიდრე თეთრი.

ყვავილოვანი კომბოსტო ჩვეულებრივ თეთრია. მაგრამ მაშინ, როცა მცენარე მზის გულზე დაუცველად იზრდება ფერს იცვლის, ყვითლდება. ამ დროს კომბოსტო მეტ ფიტონუტრინს გამოიმუშავებს და ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლო ხდება.

2. ყვავილოვანი კომბოსტოს სუნი სპეციფიკურია, მაგრამ არა საზიზღარი

გაიხსენეთ ბოლოს
როდის მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო? მოდით, გამოვიცნობ, სახლში საშინელი სუნი დიდხანს ტრიალებდა. თუ კომბოსტოს სწორად მოხარშავთ, არ აყროლდება. დაბალ ცეცხლზე ხარშვისას ფართოვდება გოგირდის შემცველი ბოჭკოები, ამიტომ ქვაბი მაღალ ცეცხლზე დადგით.

3. კომბოსტოს სწრაფად ჭრა ხელების ვარჯიშია

დაფიქრებულხართ, რომ შეიძლება მოამზადოთ გემრიელი კერძი და ამასთან ერთად ავარჯიშოთ ხელები? კომბოსტოს ჩქარი ტემპით ჭრის დროს თქვენი ხელის კუნთები ტონუსში მოდის.

4. კომბოსტოზე ყავისფერი ლაქები არ მიანიშნებს მის უვარგისობაზე

ხანდახან ყვავილოვან კომბოსტოს ყავისფერი ლაქები აქვს. არ გეგონოთ, რომ გამყიდველმა მოგატყუათ. ყავისფერი ლაქები მიუთითებს იმაზე, რომ მოსავლის აღებამდე გლეხი უვლიდა ბოსტნეულს და ამატებდა უვნებელ სასუქ ,,ბორს." ბორი უზრუნველყოფს მცენარის დაცვას და მის ზრდა-განვითარებას. მიირთვით შფოთვის გარეშე.

5. ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება

კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ყვავილოვან კომბოსტოს, კიბოს გაჩენის რისკი მცირდება. კომბოსტო შეიცავს სულფორანს, რომელიც კვებავს, ან უკიდურეს შემთხვევაში კლავს, დაზიანებულ უჯრედებს. ყვავილოვანი კომბოსტოს ახლო ნათესავია ბროკოლი, რომელიც ასევე კიბოს პრევენციისთვის გამოიყენება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნამის
ქოლესტერინი ცხოველური წარმოშობის ცხიმია და კომბოსტო მას არ შეიცავს
19:00 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მე გასწავლით გემრიელად მომზადებას:))) ყვავაილოვანი კომბოსტო წამოადუღეთ,უდნავ რომ მორბილდება ამოიღეთ ქვაბიდან,ამოავლეთ კვერცხსა და ფქვილში და შეწვით ტაფაზე,შემდეგ ჩააწყვეთ მაიონეზით მომზადებულ სოუსში,რომელიც ასე მზადდება: მაიონეზში შეურიეთ ხახვი,ნიორი,ქინძი და პილპილი(ყველაფერს თვალის ხაზით და გემოვნებით ვაკეთებ მე).ძალიან გმრიელი გამოდის :)))
17:17 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ელისო
გთხოვთ დადოთ რამოდენიმე გემრიელი კერძი რომელიც ყვავილოვანი კომბოსტოთი მზადდება
01:21 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნამი
სამაგიეროთ სისხლში ხოლესტერინის დაგროვებას უწყობს ხელს.
17:23 / 05-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS