05 სექტემბერი, 2015
4 დაავადება, რომელიც თქვენი თმის ხარისხთან პირდაპირ კავშირშია
თმას თქვენი ორგანიზმის შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. ცვენით, გაუხეშებით, მტვრევადობის მომატებითა და სხვა ცვლილებებით, ის ყოველთვის რაღაცას განიშნებთ...~

1. ,,ნუ ჭამ ამდენ მაკარონსა და ვეგეტარიანულ საჭმელს!"

თუ თქვენ ერიდებით ხორცეულის მიღებას, მათ შორის თევზსაც, აკონტროლეთ თქვენს ორგანიზმში რკინისა და ცილის მაჩვენებელი. შეიძლება ანემია დაგემართოთ, რაც გამოიწვევს თმის გათხელებასა და ცვენას. დღეში 18 მლგ. რკინა და ცილა უნდა მიიღოთ. თუ გადაცდით 50 წელს - 8 მლგ. ცილის შეუცვლელი წყაროა კვერცხი. შეიტანეთ იგი თქვენი კვების რაციონში.

2. ,,ძალიან
შეეჩვიე ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს!"

ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება დაგიზიანოთ თმა. ქიმიური ელემენტები, რომელიც მკურნალობს ქერტლს, შეიცავს სოკოს. ქიმიკოსები, დერმატოლოგები და სტილისტები გვირჩევენ, რომ მსგავსი ტიპის შამპუნი ორ კვირაში ერთხელ გამოვიყენოთ.

3. ,,დრო გჭირდება, რომ კონტრაცეფციას შეეჩვიო!"

ყოველგვარ ჰორმონალურ დისბალანს სხეულის რეაქცია მოჰყვება. როცა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას იწყებთ თმა უხეშდება, ხდება დაუმორჩილებელი, იწყებს ცვენას. თმის შეღებვის შემთხვევაში მოსალოდნელთან შედარებით განსხვავებულ ეფექტს მიიღებთ, რადგან კონტრაცეფციისას თმის ღერი რთულად იწოვს ახალ ნივთიერებებს და ფერის შეცვლა უჭირს.

4. ,,თმის ცვენა მხოლოდ ასაკთან არ არის დაკავშირებული!"

ასაკის მატებასთან ერთად თმა ცვენას იწყებს, თუმცა ამის მიზეზი შეიძლება ალოპეციაც გახდეს... არსებობს ორი სახის ალოპეცია: ბუდობრივი ან ანდროგენული. ბუდობრივი ალოპეციის დროს თმაში ჩნდება მომრგვალებული გამელოტებული ადგილები. მის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს სტრესი, გენეტიკა, ფიზიკურ დაზიანებები, ქრონიკული ინფექცია. ხოლო ანდროგენული ალოპაცია აწუხებს მამაკაცების 65%-ს, ქალების - 25%-ს. ამ დროს თმა ხდება ღინღლოვანი. რისი მიზეზიც ჰორმონალურ დისბალანსია.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS