03 სექტემბერი, 2015
როგორ განთავისუფლდეთ სახსრების ტკივილისაგან - 2 რეცეპტი
თუ სახსრების ტკივილი ხშირად გაწუხებს, ფეხებში დაძაბულობას გრძნობთ, თავს გახსენებთ ძველი ტრავმები და დაავადებები, გაითვალისწინეთ ეს მარტივად მოსამზადებელი რეცეპტები და აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული, უშედეგო წამლები და მალამოები.

ეს მალამო მოგიხსნით სახსრების ტკივილს, განგკურნავთ რადიკულიტის, ართრიტის, ართროზისა და ოსტრეოქონდროზისაგან.

შემადგენლობა:

- 300 გრ სპირტი;
- 10 მლ. ქაფურის სპირტი;
- 10 მლ. იოდი;
- 10 აბი ანალგინი.

ინგრედიენტები აურიეთ და 21 დღით ბნელ ადგილას შეინახეთ. ამის შემდეგ მალამო გამოსაყენებლად მზად არის.

შემდეგი მალამოც მოგიხსნით ტკივილს და შეგიმსუბუქებთ დისკომფორტს -

შემადგენლობა:

- 50 გრ ქაფური;
- 50 გრ მდოგვის ფხვნილი;
- 50 მლ სპირტი;
- 3 კვერცხის ცილა.

სპირტში გახსენით ქაფური, დაუმატეთ მდოგვი. შემდეგ გამოაცალკვეთ კვერცხის ცილა, გააცივეთ და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
მიღებული მალამო შეინახეთ მაცივარში.
ძილის წინ წაისვით მტკივან ადგილებში და შეიხვიეთ შალის ნაჭრით. ასე გაიჩერეთ მთელი ღამით.
შვებას პირველივე მცდელობაზე იგრძნობთ, თუმცა ტკივილის საბოლოოდ დასაძლევად აუცილებელია 8-10 პროცედურა.

ანა ვერძაძე
ბეჭდვა