01 სექტემბერი, 2015
როზმარინის სურნელი მეხსიერებას 75 %-ით აღგიდგენთ და გაგიუმჯობესებთ
ხალხურ მედიცინაში როზმარინის ფართო მოხმარება საუკუნეებს ითვლის. ჯერ კიდევ ძველი ბერძნენი სტუდენტები, გამოცდების პერიოდში, თმაში მიმაგრებულს ატარებდნენ.

მიაჩნდათ, რომ როზმარინი მეხსირებას აუმჯობესებს.

როზმარინს შექსპირის ჰამლეტშიც კი აღმოაჩენთ, სადაც ოფელია ამბობს:

"აიღე როზმარინი მეხსიერებისთვის: გევედრები - გახსოვდე და გიყვარდე".

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარე შეიცავს ურსულის მჟავას - ნივთიერებას, რომელიც ასაკის მატების მიუხედავად, ტვინს ასტიმულირებს.

როზმარინი ასევე ხელს უშლის აცეტილქოლინის დონის დაცემას -რაც ემსახურება ტვინის იმ უჯრედებს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და კომუნიკაციაზე.

რამდენიმე კვლევით დამტკიცდა, რომ როზმარინის
ეთერზეთი ახალი, რთული ტექსტების სწრაფად დამახოვრების შანსს 60-75 %-ით ზრდის.

მეცნიერები გვირჩევენ, შეიყნოსოთ როზმარინი რთული და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებისას. თუ საპასუხისმგებლო შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და გასაუბრებისას როზმარინს შეიყნოსავთ, ნაკლებ სტრესს განიცდით, ორმაგდება აზროვნების სისხარტე. განწყობა გიუმჯობესდებათ.

ანა ვერძაძე
ბეჭდვა