01 სექტემბერი, 2015
როზმარინის სურნელი მეხსიერებას 75 %-ით აღგიდგენთ და გაგიუმჯობესებთ
ხალხურ მედიცინაში როზმარინის ფართო მოხმარება საუკუნეებს ითვლის. ჯერ კიდევ ძველი ბერძნენი სტუდენტები, გამოცდების პერიოდში, თმაში მიმაგრებულს ატარებდნენ.

მიაჩნდათ, რომ როზმარინი მეხსირებას აუმჯობესებს.

როზმარინს შექსპირის ჰამლეტშიც კი აღმოაჩენთ, სადაც ოფელია ამბობს:

"აიღე როზმარინი მეხსიერებისთვის: გევედრები - გახსოვდე და გიყვარდე".

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარე შეიცავს ურსულის მჟავას - ნივთიერებას, რომელიც ასაკის მატების მიუხედავად, ტვინს ასტიმულირებს.

როზმარინი ასევე ხელს უშლის აცეტილქოლინის დონის დაცემას -რაც ემსახურება ტვინის იმ უჯრედებს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და კომუნიკაციაზე.

რამდენიმე კვლევით დამტკიცდა, რომ როზმარინის
ეთერზეთი ახალი, რთული ტექსტების სწრაფად დამახოვრების შანსს 60-75 %-ით ზრდის.

მეცნიერები გვირჩევენ, შეიყნოსოთ როზმარინი რთული და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებისას. თუ საპასუხისმგებლო შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და გასაუბრებისას როზმარინს შეიყნოსავთ, ნაკლებ სტრესს განიცდით, ორმაგდება აზროვნების სისხარტე. განწყობა გიუმჯობესდებათ.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ნანა
იყიდება ნებისმიერი ზომის ქოთნით "გარდენიაში", ზურა შევარდნაძის შესანიშნავ ბაღნარში, რომელიც ლოტკინზე მდებარეობს. მეც ახლახანს შევიძინე, სამზარეულოში მიდგას უკვე აყვავებული და სურნელს აფრქვევს. თან კერძებში მის ცოცალ ღეროებს ვიყენებ.
13:24 / 21-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ANA
GგუდვილშIი იყიდება ცოცხალი
16:40 / 26-09-2016
გამოხმაურება / 0 /
გია
როგორც გერაინი ასე უნდა სჰეისუნტკო.დაფკვილი როგორც ფკვილი დზალიან კარგია მარტლაც
09:11 / 20-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
როზმარინი რომ მეხსიერებას აუმჯობესებდეს, ყოველი მეორე იტალიელი ალცაიმერით არ იქნებოდა დაავადებული. ხორცს როზმარინის გარეშე არ წვავენ იტალიელები
02:59 / 19-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მერი
შარშან ვიყიდე ისანთან რომ ყვავილების სათბური –მაღაზიაა იქ 5 ლარად, 10 –12 სმ იყო და წელს უკვე 60 სმ გახდა, მიდგას აივანზე, ბუნებრივ მდგომარეობაში, ძალიან ლამაზი და სურნელოვანიც არის.
17:06 / 02-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS