31 აგვისტო, 2015
3 ნიღაბი მუცლის კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად
ძმრიანი სახვევები - დაგჭირდებათ 9%-იანი ძმარი. გახსენით 1 სუფრის კოვზი ძმარი ჭიქა წყალში. დაასველეთ დოლბანდი ძმრიან წყალში და დაიფინეთ მუცელზე, ზემოდან კი შეიხვიეთ საკვების სახვევი პარკით. გაიჩერეთ ნახევარ საათს.

ნიღაბი საფუარით
- 20 გრ. საფუარი, 5 ჩ.კ ნაღები, 5 ჩ.კ თაფლი. ნიღაბი კვებავს კანს, კრავს ფორებს, ასტიმულირებს სისხლისმიმოქცევას და აუმჯობესებს ელასტიურობას.

ჭინჭრის ნიღაბი -
2 ს.კ მშრალ ჭინჭარს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 10 წუთს. გააგრილეთ, დაასველეთ დოლბანდი, დაიდეთ მუცელზე და შეიხვიეთ საკვების სახვევი პარკით.
ნიღაბი გაიჩერეთ 1
საათს.

ანა ვერძაძე

ბეჭდვა