30 აგვისტო, 2015
მეცნიერებმა გახდომის ყველაზე მარტივი პროცედურა აღმოაჩინეს - დაიკელით წყლით, ყოველგვარი დიეტის გარეშე
სულ რაღაც 500 მლ (2 ჭიქა) წყლის დალევა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ზედმეტი კილოგრამებისგან გაგანთავისუფლებთ.

ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მკვლევრები. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს მარტივი მეთოდი ეფექტური და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელია.

კვლევაში 84-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დაკვირვება 12 კვირას გაგრძელდა. ჯგუფი ორად გაიყო, 41 კაცს ჭამამდე 500 მლ სუფთა წყალს ალევინებდნენ. გაზიანი სასმელები კი ეკრძალებოდათ.
დანარჩენ 43 ადამიანს, ვიდრე რამეს შეჭამდნენ, სთხოვეს წარმოედგინათ - თითქოს კუჭი სავსე ჰქონდათ.

12 კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს
მთელი 1,3 კგ-ით მეტი ჰქონდათ დაკლებული, ვიდრე მეორე ჯგუფს. ამასთან, ვინც ჭამამდე წყალს სვამდა, საშუალოდ 4, 3 კგ. დაიკლო, ხოლო მათ, ვინც დღეში მხოლოდ ერთხელ აკეთებდა ამას - 0,8 კგ.

დამტკიცდა, რომ წონაში დასაკლებად საკმარისია დღეში 3-ჯერ, გარკვეულ დროს მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი. თუ ამ მეთოდთან ერთად ივარჯიშებთ - სწრაფად დაემშვიდობებით შემაწუხებელ მძიმე წონას, მარტივად და ეფექტურად, რაც მთავარია შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნათია
ვადასტურებ, 4 კგ-მდე დავიკელი. ვსვამ დღეში 3 ლიტრამდე წყალს. თან, შედეგი კანზეც აისახა, უფრო ელასტიური გამიხდა.
14:32 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS