29 აგვისტო, 2015
როგორ ვუმკურნალოთ "ბატის კანს"
ეს არასასიამოვნო პრობლემა ძირითადად ქალებს აწუხებთ და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ისინი უხერხულობას გრძნობენ ამ დერმატოლოგიური ნაკლის გამო, რომელიც არ აძლევს მათ ნებისმიერი კაბის ან ბლუზის ჩაცმის საშუალებას. მიზეზი რამდენიმეა, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ალერგიით, ფოლიკულების ინფიცირებით ან ვიტამინი A და ჩ უკმარისობით.

როგორ მოვიშოროთ "ბატის კანი" ?

პირველ რიგში კანის ზედაპირს უნდა მოვაშოროთ მკვდარი უჯრედები. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ პილინგი: 1 ჭიქა თაფლს დაამატეთ 3 ს.კ. შაქარი და კარგად აურიეთ. წაისვით ნაზად პრობლემურ კანზე წრიული მოძრაობებით
1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ მარილიანი წყლით ( 2 ს.კ. 250-300 მლ წყალზე) და არ გაიმშრალოთ 10 წუთის განმავლობაში.

შემდეგი ნაბიჯი იქნება მალამოს მომზადება: თანაბარი რაოდენობის თაფლი, მარილი და დაფქული გერკულესი აურიეთ ერთმანეთში, საჭიროებისამებრ დაამატეთ ცოტაოდენი ანადუღარი ცივი წყალი, რომ მიიღოთ სქელი ფაფის კონსისტენცია და წაისვით "ბატის კანზე", გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სულ უნდა ჩაიტაროთ 10-15 პროცედურა დღეგამოშვებით. პილინგის გაკეთებისას გაითვალისწინეთ, რომ ზემოაღნიშნული პილინგის რეცეპტი რეკომენდებულია მხოლოდ ხელებისა და ფეხების კანის პრობლემის დროს. რაც შეეხება ყელს, კანი ამ ზონაში უფრო ნაზია და ამ შემთხვევაში გირჩევთ ასეთ რეცეპტს: ბამბის ტამპონი დაასველეთ კეფირში და დააყარეთ ცოტაოდენი მარილი, ნაზი წრიული მოძრაობებით 1-2 წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ კანი, მოერიდეთ ფარისებრი ჯირკვლის ზონას. მომდევნო პროცედურები გააგრძელეთ ჩვეულებრივ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS