28 აგვისტო, 2015
7 რჩევა ჯენიფერ ლოპესის კოსმეტოლოგისგან - გენიალურია!
ჰაროლდ ლანსერს, ექიმ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს, ანდობენ თავის სახეებს ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან ჯეი ლო, ბეიონსე, რიზ უიზერსპუნი, სკარლეტ იოჰანსონი და მიშელ უილიამსი. ჩვენ გავარკვიეთ, თუ რა რჩევებს აძლევს ის თავის ვარსკვლავურ კლიენტებს.

1. მოასწარით 60 წამში. დამატენიანებელი საშუალება წაისვით მაშინვე სახის დაბანის შემდეგ. უკვე 60 წამის შემდეგ წყლის საფარი აორთქლდება და კანი იწყებს სინოტივის დაკარგვას.

2. არ დალიოთ ალკოჰოლური სასმელი ეპილაციის წინ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს წლებით არის შემოწმებული: თუ დალევთ თუნდაც ერთ ბოკალ ღვინოს ან
კოქტეილს სალონში მისვლამდე, პროცესი უფრო მტკივნეული და ნაკლებად ეფექტური იქნება.

3. არაჟანი სჯობს კრემებს, რომლებსაც გარუჯვის შემდეგ იყენებთ. არაჟანი შეიცავს საკმარის ცხიმებს კანის დასარბილებლად, რძის მჟავე კომპონენტები კი აგრილებენ და ამშვიდებენ კანს. წაისვით კანზე, დაიტოვეთ 20-30 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ გრილი ან ცივი წყლით.

4. დაიბანეთ სახე ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით.
რა თქმა უნდა, ყოველთვის არა, მაგრამ თუ სახეზე გაგიჩნდათ გაღიზიანება ან გამონაყარი, დაიბანეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით. მის შემადგენლობაში არსებული თუთიის პირითიონი - შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

5. გაიპარსეთ მშრალად. არ გირჩევთ გაპარსვას წყლის ნაკადის ქვეშ. უფრო ეფექტურია ჯერ გამიყენოთ სკრაბი, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ კანი, ცოტათი დაჭიმოთ და აკურატულად გაიპარსოთ მშრალად, შემდეგ, რა თქმა უნდა, წაისვით კრემი. ასეთი გაპარსვის შემდეგ კანი არ გაღიზიანდება, და თმაც არ ჩაბრუნდება.

6. იყიდეთ ქოქოსის ზეთი. ეს საუკეთესო კრემია სხეულისთვის, იდეალური ნიღაბია სახისთვის და სუპერსაშუალებაა თმისთვის.

7. გაიხეხეთ კბილები საუზმემდე.
მაშინ თქვენ არ შეჭამთ მთელი ღამის დაგროვილ ნადებს ბაქტერიებით. მე მივაქციე ყურადღება, რომ ჩემი პაციენტების კანი, რომლებიც იხეხავენ კბილებს საუზმემდე, უკეთესად გამოიყურება იმათთან შედარებით, ვინც ამას მერე აკეთებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS