22 აგვისტო, 2015
ალოე და ზეითუნის ზეთი სტრიების მოსაშორებლად - ბებიების რეცეპტი
სტრიები ქალების უმრავლესობისთვის ნაცნობი პრობლემაა. წლების წინ სტრიების მოსაშორებლად ბებიებიც ალოეს წვენს იყენებდნენ.

სტრიები ძირითადად მემკვიდრეობითია. ხშირად ქალს მშობიარობის შემდეგ ან წონაში სწრაფად კლების შემთხვევაში უჩნდება.

შემადგენლობა -

- 0,5 ჭიქა ალოეს წვენი;
- 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი;
- რამდენიმე წვეთი E ვიტამინი;
- რამდენიმე წვეთი A ვიტამინი.

ეს მალამო აღადგენს უჯრედებს, კვებავს კანს, უბრუნებს სირბილესა და ხავერდოვან შესახედაობას სძენს.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მოათავსეთ ქილაში.

წაისვით კანზე დღეში ორჯერ - დილას და ძილის წინ. შეინახეთ მაცივარში.

ანა
ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS