09 აგვისტო, 2015
შესანიშნავი გამწმენდის მომზადება ქვაბების, ტაფებისა და სანტექნიკისთვის - ბებიების რეცეპტი
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ის სარეცხი საშუალებები, რასაც ყოველდღე იყენებთ, ხშირად რჩება ჭურჭელზე, შემდეგ თქვენს კუჭში ხვდება, რაც ალერგიას და ბევრ დაავადებებს იწვევს.
რა თქმა უნდა რთულია თანამედროვე სარეცხი საშუალებებიდან ბებიის რეცეპტებზე გადასვლა, თუმცა შესაძლებელია ოქროს შუალედის დაცვა და უსაფრთხო საშუალებებით თხევადი საწმენდის დამზადება.

რეცეპტი:

- უსუნო სარეცხის საპონი - 100 გრ;
- სოდა - 120 გრ;
- გლიცერინი - 15 მლ;
- ნატურალური დაფქული ყავა- 1 ს.კ;
- მდოგვი -50 გრ;
- წყალი - 250 მლ;

მომზადების წესი:

გახეხეთ
საპონი, რაც შეიძლება წვრილად;
დაასხით ცხელი წყალი და კარგად აურიეთ;
შემდეგ დაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტები და კვლავ აურიეთ;
ნატურალური სარეცხი საშუალება მზად არის - ის არაჩვეულებრივად უმკლავდება ცხიმსა და სხვა ნებისმიერ სიბინძურეს.

პასტა ქვაბებისა და ტაფებისათვის:

- 1/4 სარეცხი საპონი;
- 1 ჭიქა ცხელი წყალი;
- 1,5 ს.კ სოდა;
- 1,5 ს.კ მდოგვი;
- 2 ს.კ ნიშადურის სპირტი (4ამპულა).

გახეხეთ სარეცხის საპონი, დაასხით ნახევარი წყალი, შემოდგით ორთქლზე და როცა საპონი გადნება კვლავ დაუმატეთ დარჩენილი წყალი. უნდა მიიღოთ არაჟნის მსგავსი მასა.
როცა საპონი კარგად გადნება, გააგრილეთ, დაუმატეთ სოდა, მდოგვი და ნიშადურის სპირტი;

სპირტის გამოყენებისას გამოიყენეთ ხელთათმანები და გააღეთ ფანჯრები.

სწრაფად აურიეთ მიქსერით. მიღებული მასა მოათავსეთ მაღალ კონტეინერში და დაახურეთ. დაელოდეთ რამდენიმე საათს, ვიდრე გელი შესქელდება.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS