08 აგვისტო, 2015
5 საუკეთესო ნიღაბი "ბადიაგასგან" - უნივერსალური ნიღბები სახის ღრმა წმენდისთვის
1. უნივერსალური ნიღაბი

წმენდს სახის კანს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს, აახალგაზრდავებს, გაგანთავისუფლებთ გამონაყარისგან.
ბადიაგას ფხვნილს დაასხით ცხელი წყალი, მიიღეთ ფაფის მასა. მსუბუქი მოძრაობებით, თხლად წაისვით სახეზე. 10 – 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. გაძლიერებული ვერსია - ბადიაგას ფხვნილი + ბადიაგას გელი

1 ჩ.კ ბადიაგას ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში, ისე რომ არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ. დაუმატეთ 1 ჩ.კ ბადიაგას გელი. ნიღაბი გაიჩერეთ 10 – 15 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. ბადიაგასა და თიხის ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ

ნიღაბი
ნამდვილად გაგიწმენდთ კანს და არ ტოვებს სიწითლეს. თუმცა სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია 10 -14 პროცედურა.
1 ჩ.კ ბადიაგას ფხვნილს შეურიეთ 2 ჩ.კ მშრალი, კოსმეტიკური თიხა, შავი ან თეთრი. აურიეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი. წაისვით სახეზე თხლად. 20-30 წუთის შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კურსი შედგება 6 – 8 პროცედურისგან.

4. ბადიაგასა და თაფლისგან დამზადებული ნიღაბი ასაკობრივი კანისთვის

1 ჩ.კ ბადიაგას გელს დაუმატეთ 1 ჩ.კ ნატურალური თაფლი. ნიღაბი გაიჩერეთ 10 – 15 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. ბადიაგა + წყალბადის ზეჟანგი - სახის ღრმა წმენდისთვის

ბადიაგას ფხვნილი გახსენით 3 %-იან წყალბადის ზეჟანგში და რეგულარულად ურიეთ. 2 -3 წუთის შემდეგ, როცა ბადიაგა აქაფდება, სახე ნიღბით დაიმასაჟეთ, არ შეეხოთ ტუჩებსა და თვალების მიდამოს. 15 -20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ბადიაგას ნიღბები რეკომენდებულია ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ და აუცილებლობის შემთხვევაში კურსი კვლავ გაიმეორეთ.

ანა ვერძაძე

ბეჭდვა