08 აგვისტო, 2015
5 საუკეთესო ნიღაბი "ბადიაგასგან" - უნივერსალური ნიღბები სახის ღრმა წმენდისთვის
1. უნივერსალური ნიღაბი

წმენდს სახის კანს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს, აახალგაზრდავებს, გაგანთავისუფლებთ გამონაყარისგან.
ბადიაგას ფხვნილს დაასხით ცხელი წყალი, მიიღეთ ფაფის მასა. მსუბუქი მოძრაობებით, თხლად წაისვით სახეზე. 10 – 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. გაძლიერებული ვერსია - ბადიაგას ფხვნილი + ბადიაგას გელი

1 ჩ.კ ბადიაგას ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში, ისე რომ არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ. დაუმატეთ 1 ჩ.კ ბადიაგას გელი. ნიღაბი გაიჩერეთ 10 – 15 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. ბადიაგასა და თიხის ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ

ნიღაბი
ნამდვილად გაგიწმენდთ კანს და არ ტოვებს სიწითლეს. თუმცა სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია 10 -14 პროცედურა.
1 ჩ.კ ბადიაგას ფხვნილს შეურიეთ 2 ჩ.კ მშრალი, კოსმეტიკური თიხა, შავი ან თეთრი. აურიეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი. წაისვით სახეზე თხლად. 20-30 წუთის შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კურსი შედგება 6 – 8 პროცედურისგან.

4. ბადიაგასა და თაფლისგან დამზადებული ნიღაბი ასაკობრივი კანისთვის

1 ჩ.კ ბადიაგას გელს დაუმატეთ 1 ჩ.კ ნატურალური თაფლი. ნიღაბი გაიჩერეთ 10 – 15 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. ბადიაგა + წყალბადის ზეჟანგი - სახის ღრმა წმენდისთვის

ბადიაგას ფხვნილი გახსენით 3 %-იან წყალბადის ზეჟანგში და რეგულარულად ურიეთ. 2 -3 წუთის შემდეგ, როცა ბადიაგა აქაფდება, სახე ნიღბით დაიმასაჟეთ, არ შეეხოთ ტუჩებსა და თვალების მიდამოს. 15 -20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ბადიაგას ნიღბები რეკომენდებულია ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ და აუცილებლობის შემთხვევაში კურსი კვლავ გაიმეორეთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნესტანი
სახეზე არავინ არ გაიკაროს, მით უფრო ნიღაბი არ გაიკეთოთ 2წუთიანიც კი! ინტერნეტში მეც წავიკითხე ეს სტატია, ცელულიტი მაქვს და გავიკეთებ მეც-თქო და ადუღებული წყლითა და "ბადიაგას" ფხვნილით გავაკეთე ფაფისებური მასა და ჯერ ფეხზე წავისვი, და სახეზე მხოლოდ ცხვირზე წავისვი, წვა რომ ვიგრძენი ფეხზე, სახიდან ჩამოვიბანე სასწრაფოდ, შემეშინდა. 10 წუთი გავიჩერე ფეხებზე(ბარძაყების მიდამოში) და მერე დავიბანე. მთელი ორი დღის განმავლობაში ფეხის კანი მეწვოდა საშინლად, კანი გაწითლდა და ხელი და ტანსაცმლის ქსოვილი რომ მეხებოდა, მტკიოდა და საშინელ წვას ვგრძნობდი. ვინც აპირებთ ამის გაკეთებას, არ გაიკეთოთ, მით უფრო სახეზე, რომ გაწითლების, კანის გახურებისა და წვის მეტს ვერაფერს მიიღებთ. თანაც ორდღიანს
17:22 / 05-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
სახეზე არავინ არ გაიკაროს, მით უფრო ნიღაბი არ გაიკეთოთ 2წუთიანიც კი! ინტერნეტში მეც წავიკითხე ეს სტატია, ცელულიტი მაქვს და გავიკეთებ მეც-თქო და ადუღებული წყლითა და "ბადიაგას" ფხვნილით გავაკეთე ფაფისებური მასა და ჯერ ფეხზე წავისვი, და სახეზე მხოლოდ ცხვირზე წავისვი, წვა რომ ვიგრძენი ფეხზე, სახიდან ჩამოვიბანე სასწრაფოდ, შემეშინდა. 10 წუთი გავიჩერე ფეხებზე(ბარძაყების მიდამოში) და მერე დავიბანე. მთელი ორი დღის განმავლობაში ფეხის კანი მეწვოდა საშინლად, კანი გაწითლდა და ხელი და ტანსაცმლის ქსოვილი რომ მეხებოდა, მტკიოდა და საშინელ წვას ვგრძნობდი. ვინც აპირებთ ამის გაკეთებას, არ გაიკეთოთ, მით უფრო სახეზე, რომ გაწითლების, კანის გახურებისა და წვისთვის მზად იყავით
17:18 / 05-09-2018
გამოხმაურება / 0 /
თათია
ბაძიაგა ეს არის ჭაობის მცენარე და ნებისიერ აფთიაქში იყიდება. გამხმარი ფხვნილის სახით. მე პირადად ვიყენებ და მომწონს. კოსმეტოლოგმა მირჩია ნაწიბურების და ფერისმჭამელების გასაქრობად. ნახევარ ჩაის კოვზ ბაძიაგას უნდა დაასხათ 3-4 წვეთი 3% იანი ქაფურის სპირტი და თბილი წყალი იმდენი რომ მიიღოთ მასა. ცოტახანს ურიეთ ცოტა აქაფდეს და შეიზილეთ სუფთა სახეზე.გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და 2 საათი არაფერი წაისვათ საერთოდ. არც კრემი არც გამწმენდი. რადგან ეს არის ჭაობის მცენარე ის ისუსხება. კანზე უცნაური ჩხვლეტის შეგრძნება გექნებათ
15:24 / 09-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლა
ბადიაგა აფთიაქში იყიდება ფხვნილია, სილურჯეების გამწოვი საშუალეებაა კანიდან
20:47 / 25-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
იქნებ აგვიხსნატთ რა არის ეს ბადიაგა
10:35 / 25-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS