06 აგვისტო, 2015
ეპილაცია ინტიმურ ადგილებში - ბიკინის ყველაზე მოდური ვარცხნილობები
როგორც ვიცით, მოდა წლებთან ერთად იცვლება და იყო დრო როდესაც თმა ქალებისთვის სრულიად მისაღები იყო. დროთაგანმავლობაში შეიცვალა სამოსის სტილიც და როცა ბიკინის საცურაო კოსტიუმები გამოვიდა, ინტიმურ ადგილებში ეპილაციის დროც დადგა.

პირველად ბრაზილიელმა დებმა გახსნეს სილამაზის სალონი, სადაც ცვილის საშუალებით კეთდებოდა ეპილაცია.

ბრაზილიური ეპილაცია

უკვე თითქმის 30 წელია რაც ბრაზილიურ ან ჰოლივუდურ ეპილაციას მთელი მსოფლიოს ქალები მიმართავენ, რაც ინტიმურ ადგილებში თმის სრულ გაქრობას ნიშნავს. თანამედროვე საშუალებების წყალობით ეს პროცედუ
რა საკმაოდ კომფორტულია და მტკივნეული აღარ არის. თუმცა რა თქმა უნდა კვლავ აქტუალურია ბუნებრივი საშუალებები, როგორიცაა - ცვილი, შაქარი, თაფლი...

Rating

ბიკინის დიზაინი

დელიკატური ადგილების გაფორმება მოდაში 2004 წელს, გუჩის რეკლამის შემდეგ გამოვიდა, სადაც მოდელი ინტიმურ ადგილას ამოტვიფრული G ასოს დემონსტრირებას ახდენს. მას შემდეგ ბიკინის ზონის გაფორმება საოცრად პოპულარული გახდა, დღეს კი უამრავი იდეის განხორციელება შეგიძლიათ თქვენს დელიკატურ ადგილას.

და მაინც, ყველაზე პოპულარულ საშუალებად რჩება ფრანგული ეპილაცია - მინიმალისტური ვერტიკალური ზოლი, სიგანეში არაუმეტეს 2 სმ-ს. ეს დიზაინი აბსოლუტურად ყველა ქალს უხდება.

ჰიპური სტილი

70-იანების მოდა არამარტო პოდიუმებსა და კინოინდუსტრიას, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროს იპყრობს. აქ თმის სრული გაქრობა მოდაში აღარ არის.

ბრიტანელი ფემინისტი კეიტლინ მორანი საზოგადოებას აჩვენებს ტელევიზორს, რომელიც 10 წლით ბრაზილიურ ეპილაციაზე უარის თქმის შემდეგ დაზოგილი ფულით იყიდა.
Rating
როგორც ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ბრიტანელი ქალების 50 % კითხვაზე "გაიპარსონ თუ არა" - დადებით პასუხს სცემენ. ექიმები კი მიიჩნევენ, რომ ინტიმურ ადგილებში თმა ინფექციური დაავადებებისგან და ტანსაცმელზე ხახუნისგან გიცავთ. თუმცა მიმზიდველია თუ არა თმის ბუჩქი, ამას ყველა ქალი დამოუკიდებლად წყვეტს.

ბრაზილიური ჯიხურები

ახლა დროა სულ ახალი ტენდენცია "ბრაზილიური ჯიხური" სცადოთ, რაც ჰიპებისა და პორნოვარსკვლავების შემოღებულია. თმა მხოლოდ ღრმა ბიკინის მიდამოებში მოიშორეთ, დანარჩენს კი ხელი არ ახლოთ. ამით ორმაგ შეხედულებას იწვევთ: ერთის მხრივს ღრმა და დიდ ყურადღებას უთმობთ გარეგნობას, მეორეს მხრივ კი ძალიან ცოტა დროს ხარჯავთ.

კამერონ დიასიც თავის წიგნში "ყველაფერი სხეულის შესახებ" ადასტურებს - თმის სრული მოშორება აუცილებელი არ არის და "მსუბუქი ინტიმური ვარცხნილობა არასოდეს გიღალატებთ."
ამ ტენდენციას მიჰყვებიან: გვინეტ პელტროუ, სოლანჟ ნოულზი, ლედი გაგა.
Rating
ასე რომ ვიდრე ზღვაზე ან აუზზე წასავლელად მოემზადებით, ეწვიეთ ეპილაციის სპეციალისტებს ან აიღეთ საპარსი მანქანა.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS