30 ივლისი, 2015
როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება თუ შაქარს აკრძალავთ - 5 უცნობი ფაქტის შესახებ
1. გახდებით გაცილებით ენერგიული და ჯანმრთელი

ყველამ იცის, რომ ორგანიზმში შაქრის ნაკლებობა ძალის გამოცლას იწვევს და შესაძლოა გონებაც დაკარგოთ, მაგრამ არანაკლებ საშიშია სისხლში შაქრის ზედმეტი რაოდენობა. ეს იწვევს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევებს, საბოლოოდ კი კარგავთ მოქმედების უნარს.

2. სტაბილურდება წონა

როგორც კი ტკბილეულის მიღებას შეამცირებთ, მაშინვე დაიწყებთ წონაში კლებას. შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი კალორიულია და მათზე უარის თქმით, სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით ჭარბ წონას.

3. რეგულირდება ნაწლავებ
ის მოქმედება

მას შემდეგ, როცა ტვინი სიამოვნებას იღებს მორიგი ტკბილი დესერტის ჭამისას, ის მიემართება ნაწლავებში, სადაც გადამუშავდება შაქარი, რაც არღვევს კუჭის ფერმენტების მოქმედებას. როგორც კი შეწყვეტთ ტკბილის ჭამას, თქვენი ნაწლავი შვეიცარიული საათივით ამუშავდება.

4. აღარ მოგინდებათ გამუდმებით "რამე ტკბილის" ჭამა

შაქარზე დამოკიდებულება არაფრით განსხვავდება ნარკოტიკისგან. რაც მეტს ჭამთ მეტი გინდათ. თუ რაციონს შეცვლით, უარს იტყვით ტკბილეულზე, სულ უფრო ნაკლებად გაგიჩნდებათ ჭამის სურვილიც.

5. გაიგებთ პროდუქტის ნამდვილ გემოს

თუ ტკბილი ჩაისა და ყავის დალევა გიყვართ, მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ჯერ კიდევ არ შეგიგრძნიათ ამ არაჩვეული სასმელების ნამდვილი გემო, ისევე როგორც სხვა გემრიელი პროდუქტებისა. დიახ, შესაძლოა თავიდან უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სულ ცოტახანში ჩქვენი წარსული "ტკბილი" ცხოვრება კოშმარულ სიზმრად გაგახსენდებათ.

ანა ვერძაძე

ბეჭდვა