30 ივლისი, 2015
როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება თუ შაქარს აკრძალავთ - 5 უცნობი ფაქტის შესახებ
1. გახდებით გაცილებით ენერგიული და ჯანმრთელი

ყველამ იცის, რომ ორგანიზმში შაქრის ნაკლებობა ძალის გამოცლას იწვევს და შესაძლოა გონებაც დაკარგოთ, მაგრამ არანაკლებ საშიშია სისხლში შაქრის ზედმეტი რაოდენობა. ეს იწვევს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევებს, საბოლოოდ კი კარგავთ მოქმედების უნარს.

2. სტაბილურდება წონა

როგორც კი ტკბილეულის მიღებას შეამცირებთ, მაშინვე დაიწყებთ წონაში კლებას. შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი კალორიულია და მათზე უარის თქმით, სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით ჭარბ წონას.

3. რეგულირდება ნაწლავებ
ის მოქმედება

მას შემდეგ, როცა ტვინი სიამოვნებას იღებს მორიგი ტკბილი დესერტის ჭამისას, ის მიემართება ნაწლავებში, სადაც გადამუშავდება შაქარი, რაც არღვევს კუჭის ფერმენტების მოქმედებას. როგორც კი შეწყვეტთ ტკბილის ჭამას, თქვენი ნაწლავი შვეიცარიული საათივით ამუშავდება.

4. აღარ მოგინდებათ გამუდმებით "რამე ტკბილის" ჭამა

შაქარზე დამოკიდებულება არაფრით განსხვავდება ნარკოტიკისგან. რაც მეტს ჭამთ მეტი გინდათ. თუ რაციონს შეცვლით, უარს იტყვით ტკბილეულზე, სულ უფრო ნაკლებად გაგიჩნდებათ ჭამის სურვილიც.

5. გაიგებთ პროდუქტის ნამდვილ გემოს

თუ ტკბილი ჩაისა და ყავის დალევა გიყვართ, მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ჯერ კიდევ არ შეგიგრძნიათ ამ არაჩვეული სასმელების ნამდვილი გემო, ისევე როგორც სხვა გემრიელი პროდუქტებისა. დიახ, შესაძლოა თავიდან უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სულ ცოტახანში ჩქვენი წარსული "ტკბილი" ცხოვრება კოშმარულ სიზმრად გაგახსენდებათ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თეონა
მე ამოვიღე შაქარი ყოველდრიურობიდან, ჩაიდან, ყავიდან და ა.შ არც ტკბილეულს ვიღებ ყოველდღიურად. სამაგიეროდ ხილს ვჭამ, თაფლს, ჩირებს..იშვიატად ნამცხვრებს და შოკოლადებს, თუმცა რათქმაუნდა უარი არ მითქვამს მასზე, უბრალოდ ყოველდღიურად არუნდა მიიღოთ. ყველაფერი ისეა როგორც სტატიაში წერია. ასევე სიმართლეა ის რომ ჩემი წარსულის "ტკბილი" ცხოვრება ახლა მართლა კოშმარია. სად ვიყავი აქამდე..
14:54 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ექიმი
მსგავსი საეჭვო რჩევებით ნუ აბნევთ მკითხველს. შაქრის საერთოდ ამოღება რაციონიდან იწვევს ორგანიზმის სტრესს, რომელიც შემდგომში ორმაგ წონად დაგიბრუნდებათ. უბრალოდ, შეამცირეთ შაქარი, მაგრამ საერთოდ ნუ იტყვით უარს მის გამოყენებაზე (თუ, რა თქმა უნდა, ენდოკრინოლოგიური დარღვევები არ გაქვთ).
19:26 / 30-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS