28 ივლისი, 2015
ეძღვნებათ ც ჰეჰაპიტით დაავადებულებს - ის რაც ყავაზე აქამდე არ გსმენიათ
ყავა არ გაფხიზლებთ

თუ დილაობით ყავის დალევა თქვენი ტრადიციაა, იცოდეთ, რომ ამით ვერანაირ სარგებელს ვერ იღებთ. სჯობს დაიცადოთ 9-10 საათამდე, ვიდრე ორგანიზმში კორტიზოლის დონე დაიწევს, მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ ყავის დალევა.

ყავას არ აქვს დეჰიდრატაციის უნარი

შესანიშნავი სიახლე! დიდი ხნის მანძილზე კოფეინს შარდმდენ საშუალებად ასაღებდნენ, რაც რეალობას არ შეესაბამება. თუ დიდი რაოდენობით ყავას არ იღებთ (დღეში 2 ჭიქაზე მეტს) არავითარი უარყოფითი მოვლენები არ მოჰყვება.

ყავა ეთიოპური თხების აღმოჩენაა

ლეგენდის თანახმად, ყავა პირველად ეთიოპელმა მწყემსებმა გამოიყენეს, როცა
დაინახეს როგორ ძოვდნენ თხები ამ მცენარის ნაყოფს.

ყავა ახანგრძლივებს სიცოცხლეს

ყავა უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ეს კი ებრძვის ბევრ სერიოზულ დაავადებებს. შედეგად, ყავის მოყვარულები ნაკლებად ავადდებიან ისეთი დაავადებებით, როგორიცაა: პარკინსონი, დიაბეტი და გულის დაავადებები.

ყავა ცხიმებს წვავს

ყავის მიღება აჩქარებს მეტაბოლიზმს. ის ერთ-ერთი იშვიათი სასმელია, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ გახდომაში.

კოფეინი ძალიან სწრაფად მოქმედებს

პირველი ყლუპიდან კოფეინის მოქმედებამდე მხოლოდ 10 წუთია საჭირო.

ყავა ღვიძლის სასარგებლოდ

ვინცდღეში 4 ჭიქა ნალექიან ყავას სვამს, 80%-ით ნაკლები საშიშროება ელის ც ჰეპატიტით დაავდებისას.
ვარჯიშის დროს კოფეინი შედეგებს აუმჯობესებს

კოფეინი ზრდის თქვენი ადრენალინის დონეს და ცხიმოვანი ქსოვილებისგან ათავისუფლებს ცხიმოვან მჟავებს, რასაც ვარჯიშის დროს უკეთეს შედეგამდე მიჰყავხართ.

ანა ვერძაძე
ბეჭდვა