27 ივლისი, 2015
როგორ დაიპატარაოთ მუცელი დღეს საღამომდე - რჩევები ბრტყელი მუცლისთვის
ნუ ინერვიულებთ. საქმე ყოველთვის ცხიმის განლაგებაში არ არის. ხშირად ეს მხოლოდ ჭამის დროს დაგროვილი აირია მუცელში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი - საღამომდე ბრტყელი მუცელი გარანტირებული გაქვთ.

დალიეთ თბილი წყალი ლიმონით

ჩაანაცვლეთ დილის ყავა ლიმონიანი წყლით. ის ფანტასტიურად აჩქარებს მეტაბოლიზმს და გმატებთ ენეგიას.
ჩვეული სამხარი ჩაანაცვლეთ ანანასით

ანანასი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც დაგეხმარებათ საჭმლის მონელებაში და შლის ცილებს. ამიტომ ბუტერბროდი ჩაანაცვლეთ სხვა ეგზოტიკური ხილით.

შეამცირეთ მარილი

მარილის გადაჭარბებული რაოდენობა აფერხებს წყლის გამოსვლას ორგანიზმიდან, შედეგად
კი გროვდება ცხიმი.

ჭამეთ ნელა

სწრაფი ჭამის დროს, მუცელში ხვდება დიდი რაოდენობით ჰაერი და იწვევს მუცლის შებერილობას. ამიტომ მიირთვით ნელა და კარგად დაღეჭეთ საკვები. ეს დაგიკარგავთ შიმშილის გრძნობას და გიხსნით ზედმეტი დანაყრებისგან.

დალიეთ ბევრი წყალი

მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, ერიდეთ გაზიან სასმელებს. წყალი დაგეხმარებათ მუცლის მოშორებაში. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

აკონტროლეთ ულუფა

თუ ჭამის შემდეგ ყოველთვის გაწუხებთ მუცლის შებერილობა, ამის მიზეზი ულუფას გადაჭარბებული რაოდენობაა. ეცადეთ შეამციროთ კვების დოზა.

ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს

სასმელი იწვევს მონელების პრობლემას. ამიტომ თუ ზედმეტი სანტიმეტრების მოშორება გსურთ სპირტიანი სასმელებისგან თავი შორს დაიჭირეთ.

დალიეთ პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი გეხმარებათ საჭმლის გადამუშავებაში. ასევე იცავს კუჭს, ნაწლავებსა და ნაღვლის ბუშტს, ხელს უშლის ანთებითი პროცესების წარმოქმნას.

გამოტოვეთ დესერტი

დესერტი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. თუ გსურთ დღის ბოლოს ბრტყელი მუცელი გქონდეთ, თავი შეიკავეთ ტკბილეულისგან და ჩაანაცვლეთ ხილით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS