26 ივლისი, 2015
ნიახურის საიდუმლო - იკლებთ წონაში, ამცირებს თამბაქოსგან მიყენებულ ზიანს ქალბატონებში...
ნიახური დაბალკალორიული მცენარეული პროდუქტია, მის გადამუშავებისთვის კი ორგანიზმი საკმაოდ დიდი რაოდენობის კალორიებს ხარჯავს.

ამიტომაც არის, რომ ნიახური ასე ეფექტურად უწყობს ხელს გახდომას. გარდა ამისა შეიცავს ბევრ სითხეს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას.

ნიახური ასევე შესანიშნავად წმენდს სისხლს. მისი გამოყენება ეფექტურად ანეიტრალებს კანცეროგენების მავნებლობას, რომლებიც ხვდებიან სისხლში მოწევის დროს.

მწეველმა ქალებმა იმისათვის, რომ შეაჩერონ კანის დაბერების პროცესი, რეგულარულად უნდა ჩართონ თავის რაციონში ნიახური.

ამ ბოსტნეულის მოყვარულებს ყოველთვის სუფთა და ნაზი კანი აქვთ, გამონაყარის და
აკნეს გარეშე.

გარდა ამისა ნიახურის წვენს გააჩნია ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური ეფექტი, ის ასევე ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს. აქედან გამომდინარე მას წარმატებით იყენებენ ჭრილობებისა და დამწვრობების სამკურნალოდ.

ნიახურის ახალდაწურული წვენით თვალების გამორეცხვა კარგად ხსნის გაღიზიანებას, სიწითლეს და დაღლილობას.

ნიახურის სასიკეთო მოქმედება ორგანიზმზე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. საქმე იმაშია, რომ მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაგრებას. ამიტომ ვარიკოზული დაავადების პირველივე გამოვლენისა და კაპილარული ბადის გაჩენის დროს უნდა დაიწყოთ ნიახურის წვენის დალევა.

და კიდევ ერთი თვისება: ამ საოცარი მცენარისგან დამზადებული კერძების რეგულარული მიღება ზრდის ლიბიდოს. გარეგნულად ქალს ხდის უფრო მიმზიდველს, უნარჩუნებს ახალგაზრდობას, აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

უკუჩვენება:
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უკუჩვენებაა ფეხმძიმობა. ასევე არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ეპილეფსიური შეტევების და წყლულოვანი დაავადების გამწვავების დროს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ქეთი
ცოცხლად მივირთმევ ხშირად და იგივე შდეგი ექნება რაც ნახარშს?
16:17 / 21-05-2016
გამოხმაურება / 0 /
თუ გააკეთებთ ახალდაწურულ წვენს, მაშინ უნდა მიიღოთ 2-3 ჩაის კოვზი 30 წუთით ადრე ჭამამდე დღეში 3-ჯერ, ნაყენი კი ასე კეთდება: 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნიახურს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში და მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.
07:49 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
mavne
Vergavige naxarshi unda mivigot tu vchamot? an isic migewerat chamamde an chamis shemdeg
18:11 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
რა დოზით უნდა მივიგოთ რომ არ წერია? დილას უზმოზე თუ სადილის შემდეგ?
20:38 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS