26 ივლისი, 2015
როგორ დაიცვათ თავი მზისგან - 5 საშიშროება, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ
პირველი საშიშროება: დაბერება

რატომღაც მიჩნეულია, რომ რუჯი კანს უფრო ახალგაზრდას აჩენს. თუმცა ასე ნამდვილად არ არის. პირიქით, მზის სხივების კანზე დასხივება კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. გარდა ამისა, გიჩნდებათ ხალები, პიგმენტური ლაქები და ვენური პრობლემები. - გამოიყენეთ დამცავი კრემი.

მეორე საშიშროება: მელანომა

მელანომა განსაკუთრებით ღია კანიანებისთვის, წითური და ქერა თმიანებისთვისაა საშიში, ასევე მათთვის ვისაც წარსულში გადატანილი აქვს მზის სერიოზული დამწვრობა ან აქვს ბევრი ხალები.
აუცილებლად გამოიყენეთ მზისგ
ან დამცავი კრემები და გასარუჯად შეარჩიეთ სწორი დრო: 9-დან 11-მდე ან 16-დან 18 საათამდე.

მესამე საშიშროება: ფოტოსენსიბილიზაცია

ასეთ შემთხვევაში ექიმის გარეშე განკურნება შეუძლებელია. ექიმი გამოგიწერთ სწორ პრეპარატებსა და ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ კრემებს.

მეოთხე საშიშროება: ჰიპერკერატოზი (კანის პათოლოგიური გასქელება)

ჰიპერკერატოზი წარმოიქმნება, როცა მზე ზენიტშია.
აქაც ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემების გამოყენება გჭირდებათ. გაირუჯეთ ქოლგის ქვეშ. დაიბანეთ ქაფით ან რძით.

მეხუთე საშიშროება: მშრალი თმა და დაყოფილი ბოლოები

გარუჯვისას აუცილებლად დაიხურეთ ქუდი. გამოიყენეთ თმის დამცავი საშუალებები. აუზის ან ზღვის შემდეგ თმა სუფთა წყლით ჩამოიბანეთ და შემდეგ წაისვით კონდინციონერი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS