26 ივლისი, 2015
ათი მიზეზი იმისთვის რომ სასწრაფოდ გაიმზადოთ ლიმონიანი წყალი და დალიოთ
ჩვენი წინაპრები ლიმონს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და არც ტყუოდნენ. ექიმები გვირჩევენ, რომ თითო ლიმონი მაინც ყოველთვის გვქონდეს სახლში. ამ სტატიაში მოგიყვებით ლიმონიანი წყლის დადებითი თვისებების შესახებ.

1. გაგანთავისუფლებთ აკნესგან


ლიმონიანი წყალი თქვენს თირკმელებს წმენდს და მას უკეთესად ამუშავებს. ლიმონი თქვენს ორგანიზმში დაარეგულირებს A ვიტამინის რაოდენობასაც. ,,ჯადოსნური" სასმელი ამ ორი კომპონენტის საშუალებით გამონაყარს მოგაშორებთ.

2. ეხმარება კუჭს მონელებაში

ლიმონიანი წყლის სადილამდე დალევა თქვენს კუჭს ჭამისთვის ამზადებს და კუჭის წვენის გამოყოფაში ეხმარება. კუჭის წვენი უზრუნველყოფს საკვების მონელებას. ლიმონიანი წყალი
მთელ მომნელებელ სისტემას წმენდს და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.

3. გამოყავხართ ნაბახუსევიდან

თუ ძილმა არ გიშველათ საჭირო არ არის ლუდი ან სხვა სახის ალკოჰოლი დაიხმაროთ, ნაბახუსევიდან გამოსვლისთვის ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალიც საკმარისია. ეს მედიცინის არაჩვეულებრივი აღმოჩენაა!

4. გაკლებინებთ წონაში

ლიმონიანი წყალი თქვენს ორგანიზმში ცხიმებს წყვავს. საჭირო აღარ არის გასახდომი აბებში ფულის ხარჯვა. ჯანსაღი დიეტის დაცვისას დღის რაციონში ჩასვით ლიმონიანი წყალიც.

5. კურნავს ანთებებს

თუ პრობლემური მუხლები გაქვთ ან გაწუხებთ სახსრების ტკივილი ექიმი აუცილებლად გამოგიწერთ ლიმონიან წყალს.

6. პირში უსიამოვნო სუნს აქრობს

ლიმონიანი წყალი პირში სასიამოვნო სურნელს ტოვებს. თუ თქვენი მეორე ნახევარი ახალგაღვიძებულს ტუჩებში გაკოცებთ უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდებით. უსიამოვნო სუნს ხშირად პირის სიმშრალე იწვევს, ეს სასმელი კი პირს დაგისველებთ.

7. ხსნის ალერგიურ ფონს

ლიმონი ჩ ვიტამინის მეშვეობით აძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და ორგანიზმში აბალანსებს ქიმიურ პროცესებს. ლიმონიან წყალს შეუძლია მოხსნას ალერგიული შეტევაც და ფონიც.

8. ახდენს კატარაქტის პრევენციას

ლიმონიანი წლის დალევა გიცავთ კატარაქტისგან. ეს არის თვალის დაავადება, რომლის დროსაც თვალის ბროლი ზიანდება. მისი მკურნალობა ქირურგიული ჩარევითაა შესაძლებელი.

9. ამცირებს თრომბის საშიშროებას

ლიმონიანი წლის დალევა ათხელებს სისხლს. სისხლი თავისუფლად მოძრაობს ვენებსა და სისხლ-ძარღვებში, შესაბამისად მცირდება თრომბის საშიშროებასაც.

რადა მახარაძე
ბეჭდვა