15 ივლისი, 2015
სალბის ზეთი ართრიტის, პოლიართრიტის და რადიკულიტის სამკურნალოდ - როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში
ძველთაგან ექიმბაშები იყენებენ სალბის ზეთს ართრიტის, პოლიართრიტის და რადიკულიტის სამკურნალოდ. ის შესანიშნავად აყუჩებს ტკივილს, ხსნის კუნთოვან დაძაბულობას, ხსნის ანთებას.

დაგჭირდებათ:

5-7 ს.კ. გამხმარი სალბი (იყიდება აფთიაქში)
0,5 ლ მცენარეული ზეთი

მომზადება:

სალბი დაფქვით ყავის საფქვავში და მიღებული ფხვნილი ჩაყარეთ მდუღარე მცენარეულ ზეთში, რომელიც მაშინვე უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან. ამის შემდეგ კარგად მოურიეთ, დაახურეთ თავსახური და დადგით წყლის აბაზანაზე 30 წუთით. შემდეგ ჭურჭელი ამოიღეთ წყლიდან და თბილად შეფუთეთ , რომ გვიან გაცივდეს.

დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ ზეთი
გაწურეთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ართრიტის, პოლიართრიტის და რადიკულიტის დროს დღეში 2-ჯერ შეიზილეთ სამკურნალო ზეთი მტკივნეულ ადგილებში პრობლემის მოგვარებამდე.

უკუჩვენება. სალბის ზეთის გამოყენება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის, ასევე 6 წლამდე ბავშვებისთვის.

ვინაიდან სალბის ზეთს გააჩნია ჰიპერტენზიული მოქმედება, მისი გამოყენება მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის აკრძალულია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS