13 ივლისი, 2015
როგორ გავიგოთ ნამდვილ ხაჭოს ვჭამთ თუ არა
ხაჭო წარმოადგენს ცხოველური ცილის (კაზეინის პროტეინის) და უამრავი სასარგებლო ნივთიერების ყველაზე სასარგებლო წყაროს, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ყოფილა შემთხვევები, როცა ხაჭოს შემადგენლობაში აღმოუჩენიათ სახამებელი, რომელსაც ორგანიზმისთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს.

როგორ გავიგოთ რას ვჭამთ? ჩვენს მიერ ნაყიდი ხაჭო ნამდვილი, სასარგებლო პროდუქტია თუ ფალსიფიკაცია?
ამის შემოწმება ძალიან მარტივად შეიძლება. ცალკე გადმოიღეთ ხაჭოს პატარა ნაჭერი და დააწვეთეთ 1 წვეთი იოდი. რეაქცია რამდენიმე წამში მოხდება.

თუ ეს ნამდვილი ხაჭო არ არის
და ურევია სახამებელი, ის მიიღებს ლურჯ ფერს და თუ ნამდვილია - მას ექნება მხოლოდ იოდის მოყვითალო ფერი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS