11 ივლისი, 2015
ასპირინი - სასწაული აბებში და მისი გამოყენების 8 უნიკალური საშუალება ყოველდღიურ ცხოვრებაში
ასპირინი გამოიყენება არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ის ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურობაშიც.

1. ვაზაში სანამ ყვავილებს ჩაალაგებთ, გახსენით 1 აბი ასპირინი, ყვავილები დიდხანს შეინარჩუნებენ სილამაზეს.

2.
ასპირინის მეშვეობით შეიძლება ნიადაგის სტრუქტურის შეცვლა, უფრო ზუსტად, სოკოთი დაავადებული მიწის "განკურნება". ამისათვის საკმარისია 1 ლ წყალში გახსნათ 1 აბი ასპირინი და ამ ხსნარით მორწყათ პრობლემური მიწის ნაკვეთი.

3. იმისათვის, რომ დაქოქოთ მანქანა დამჯდარი აკუმულატორით, რაც აქტუალურია დაბალი ტემპერატურის დროს, საჭიროა დაამატოთ მასში ერთ ქილა გამოხდილ წყალში გახსნილი 0,5 აბი ასპირინი.
ასპირინის და ელექტროლიტის რეაქციის გამო მოხდება აკუმულატორის მოკლევადიანი დამუხტვა, რაც შეიძლება ეყოს მანქანის დაქოქვას.

4.
ასპირინის მეშვეობით შეიძლება ოფლის ლაქების ამოყვანა. 4 აბი ასპირინი გახსენით 1 ჭიქა წყალში და დალაქავებული ადგილები ჩაალბეთ 3 საათით. შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ ფხვნილში.

5. ასპირინის მაზი ეფექტურად ებრძვის გამონაყარს. დაფშვენით რამდენიმე აბი, დაამატეთ ცოტაოდენი წყალი ისე, რომ გამოვიდეს საშუალო სისქის კონსისტენციის და წაისვით გამონაყარზე. ასპირინი 3-
5 წუთში ხსნის სიწითლეს. პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.

6. გაუხეშებული ფეხის ქუსლების დროს დაფქვით 5-6 აბი ასპირინი, დაამატეთ 0,5 ჩ.კ. ლიმონის წვენი და ცოტაოდენი წყალი კრემის კონსისტენციის მისაღებად. წაისვით ქუსლებზე, შეიხვიეთ დოლბანდით . 10-15 წუთის შემდეგ მოიხსენით და დაამუშავეთ პემზით.

7. თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, ასევე დაგეხმარებათ ასპირინი. დაკბენილი ადგილი დაასველეთ წყლით, აიღეთ 1 აბი ასპირინი და კარგად დაიზილეთ ჭრილობა.

8. ყველასთვის არის ცნობილი, რომ წყალი, რომელიც შეიცავს ქლორის დიდ რაოდენობას, მაგალითად აუზში, ცუდად აისახება შეღებილ თმაზე. ამისათვის ბასეინის შემდეგ 15 წუთით წაისვით თმაზე ასპირინის ხსნარი (6 აბი გახსნილი 1 ჭიქა წყალში) და შემდეგ ჩვეულებრივად დაიბანეთ შამპუნით.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS