06 ივლისი, 2015
როგორ დაეხმარა მოძღვარი მაია ბარათაშვილს 10 კილოგრამის დაკლებაში
მომღერალმა 9 წესი "იმედის" ეთერში გაამხილა
მაია ბარათაშვილი წლების განმავლობაში ებრძოდა ზედმეტ კილგრამებს. სასურველი წონის მიღწევის შემდეგ, მალე ისევ იმატებდა. გამოსავალი თითქოს არ ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მიაღწია.

მომღერალი უკვე დაემშვიდობა ზედმეტ ათ კილოგრამს და სურივილი აქვს კიდევ რამდენიმე კილო დაიკლოს. თუ როგორ მიაღწია ამ ყველაფერს, მომღერალმა 9 წესი "იმედის" ეთერში გაამხილა.

1. დაიწყო სიარული ჯანსაღი ცხოვრების კლუბში.

2. საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყო იმით, რომ ნაყროვანებას მოერია, რაშიც მოძღვრის რჩევებიც დაეხმარა. მამაო სულ ეუბნებოდა, გახსოვდეს,
ქრისტემ კაცობრიობისთვის რა გააკეთა. მთავარია, მოერიო თავს და არ გააკეთო, ის რაც ყველაზე ძალიან გინდაო.

3. არ იღებს ერთად კომბინირებულ საკვებს, ანუ ნახშირწყლებს, ცილას, შაქარს და ცხიმების შემცველ საკვებს ერთად არ ჭამს. მარტივად რომ ვთქათ, დიდი ხანია, ხაჭაპური და ტორტი ერთად არ უჭამია.

4. ხშირად არ იღებს თერმულად დამუშავებულ საკვებს. უმი საკვების გადამუშავებაზე ორგანიზმი ბევრ ენერგიას ხარჯავს.

5. ვეგეტარიანელი არაა, თუმცა ცდილობს ხორცი ნაკლებად მიიღოს.

6
. უყვარს ყველი და ყველა კვების დროს ერთ ნაჭერს აუცილებლად მიირთმევს.

7. უარი თქვა პურის და ბრინჯის მიღებაზე.

8. ყოველ სამ საათში ერთხელ იკვებება. ასეთი კვება კი ხელს უყობს ორგანიზმს თანაბარი შაქრის დონე შეინარჩუნოს.

9. მისი ცხოვრების დევიზია, არ ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვიკვებოთ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
natalia
Maia martlac kargi mrevlia tan iseti saerto modzgvari gvyavs rom swor cxovrebas mat shoris kvebasac gvaswavlis,meti locva da naklebi kveba es martlac saueketo wamalia sulis sacxovneblad.
18:00 / 06-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
მამაო რა შუაშუა ნუ აუფასურებთ ყველაფერს
17:26 / 06-07-2015
გამოხმაურება / 0 /
1
მამაო რომ არ გაურიონ ყველგან ისე არ შეიძლება! კარგ ტონად ითვლება და მაგარი მორწმუნე ხარ თუ მამაოს ახსენებ ხო?!
16:07 / 06-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მამაოს თუ დიეტოლოგის ფუნქციების შეთავსებაც შეეძლო, ნამდვილად არ ვიცოდი.
15:16 / 06-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS