03 ივლისი, 2015
9 მიზეზი რატომ უნდა დაანებოთ თავი მოწევას ახლავე
მოწევის შეწყვეტიდან 20 წუთში ორგანიზმი გაჯანსაღებას დაიწყებს

1. უკანასკნელი მოწევიდან 20 წუთში დაეცემა თქვენი სისხლის წნევა და პულსი. სხეულის ტემპერატურა ხელებსა და ფეხებში კი აიწევს;

2. 8-12 საათის შემდეგ სისხლში ნახშირბადის დონე ნორმამდე დაიწევს და სუნთქვა გაგიადვილდებათ;

3. 24 საათის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება გულის შეტევის რისკი;

4.48 საათში იგრძნობთ, თუ როგორ მოიმატებს სუნისა და გემოს მგრძნობელობა;

5. 2-3 კვირაში გაუმჯობესდება სისხლისმიმოქცევა. მოგეხსნებათ ხველა. 3 თვის შემდეგ ლორწო, რომელსაც სიგარეტი ტოვებს ფილტვებზე - სრულიად გაქრება;

6.
9 თვის შემდეგ გაგივლით ქრონიკული დაღლილობა და ქოშინი სიარულის დროს. სრულად აღდგება ფილტვებიც;

7. ერთი წლის შემდეგ გულის იშემიური დაავადებებისა და გულის ინფაქტის რისკი ორჯერ შემცირდება;

8. 5 - 1 5 წლის შემდეგ თქვენი ორგანიზმი სრულად აღდგება. გახსოვდეთ, რომ მოწევა და არასწორი კვება ყველა სიმსივნური დაავადების მიზეზია - 60%-ით;

9. 15 წლის შემდეგ ქრონიკული დაავადებების რისკი იმდენად დაეცემა, რომ თითქოს არასდროს ეწეოდით.

ანა ვერძაძე

ბეჭდვა