01 ივლისი, 2015
მკერდის გაზრდა და გამკვრივება ოპერაციის გარეშე ერთ კვირაში!!!
სულ მალე შენი მკერდი ბევრად მკვრივი და ლამაზი ფორმის გახდება ბევრი ქალი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს იმისათვის, რომ მკერდის ფორმა გამოისწოროს. ამ მხრივ მედიცინა უდაოდ წინ მიიწევს.
მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს პლასტიკური ქირურგიის საკმაოდ ჯანმრთელი და ბუნებრივი ალტერნატივა.

იზომეტრიული ვარჯიშები, რომელსაც სტატიკურებსაც უწოდებენ, იწვევს მკერდის კუნთების დაჭიმვას სახსრებზე სერიოზული ზემოქმედების გარეშე.

ქვემოთ მოცემული მარტივი ვარჯიშების სისტემატიურად შესრულების შედეგად სულ მალე შენი მკერდი ბევრად მკვრივი და ლამაზი ფორმის გახდება.

თუმცა, იმის გამო, რომ მკერდი სარძევე ჯირკვლებისა და
ცხიმოვანი ქსოვილისგან შედგება და არა კუნთებისგან, სტატიკური დატვირთვა მიმართული იქნება მკერდის ქვედა კუნთებისკენ, სწორედ ისინი უნარჩუნებენ მკერდს ლამაზ ფორმას.

იზომეტრიული ვარჯიშები:

ხელისგულების მიტყუპება დადექით სწორად და ხელისგულები მკერდთან ერთმანეთზე მიატყუპეთ. იდაყვები გაშალეთ განზე, ისე, რომ სწორი კუთხეები მიიღოთ. ახლა მთელი ძალით მიაწექით ხელისგულებს, იმდენად ძლიერად, რამდენადაც შეძლებთ. იგრძნობთ, როგორ დაიჭიმება მკერდის კუნთები. დაყავით ამ მდგომარეობაში 5 დათვლა, შემდეგ მოდუნდით 10 წამი და კვლავ გაიმეორეთ. სულ 8-10-ჯერ. თანდათანობით გაზარდეთ აქტიური ფაზა 15 წამამდე.

იდაყვების შეერთება
დადექით სწორად, ზურგი გამართული გაქვთ, მხრები - ჩამოშვებული. დაილაგეთ ხელისგულები თეძოებზე და დაიწყეთ იდაყვების უკან გაწევა, ისე, თითქოს გსურთ, ზურგსუკან ისინი ერთმანეთს შეახოთ. შეასრულეთ მოძრაობა ნელა, რათა იგრძნოთ კუნთების დაჭიმვა. უკან გაწეული იდაყვები გააჩერეთ 15 წამის განმავლობაში, შემდეგ დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ ვარჯიში 8-10-ჯერ.

ციხესიმაგრე
შემდეგი ვარჯიში ხელს უწყობს მკერდის შიდა კუნთების დაჭიმვას. ამ ვარჯიშის შესასრულებლად გადააჯვარედინეთ ხელისგულები ერთმენეთზე და დააფიქსირეთ მკერდის წინ, მხრების სიმაღლზე. ახლა შეეცადეთ ძლიერად გაწიოთ ხელები ისე, თითქოს გსურთ, დააშოროთ ისინი ერთმანეთს, დაანგრიოთ ხელისგულებით გაკეთებული კოშკი.
დაყავით ამ მაქსიმალურად დაჭიმულ მდგომარეობაში 5 წამის განმავლობაში, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ ვარჯიში 5-8-ჯერ.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS