30 ივნისი, 2015
როგორ დაიკლო ირმა ნიორაძემ მშობიარობის შემდეგ 22 კილოგრამი
არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას კი დიდი ნებისყოფის წყალობით აღწევს
პრიმაბალერინა ირმა ნიორაძე რამდენიმე დღის წინ საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა. ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტზე მის მიერ შესრულებული ''მუხამბაზმა'' ყველა აღაფრთოვანა.

არავინ ელოდა, რომ ბალეტის მოცეკვავე, ქართულს ასე კარგად იცეკვებდა. სცენაზე იდგა ასევე დიდი ბალეტის კიდევ ერთი ქართველი წარმომადგენელი ნინო ანანიაშვილიც. სხვათაშორის კოლეგები მეგობრობენ და ნინო ირმას შვილის ნათლიაა.

ირმა წლებია რუსეთში ცხოვრობს და იქ წარმატებით მოღვაწეობს. არაჩველებრივ ფორმაში ყოფნას კი დიდი ნებისყოფის წყალობით აღწევს.

''იმედის'' ეთერში სტუმრობისას ბალერინამ საზოგადოებას
გაუმხილა, თუ როგორ დაიკლო წონაში 22 კილოგრამი წლების წინ მშობიარობის შემდეგ.

როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო, თურმე მანონ ლესკოს როლზე მუშაობდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი მოინდომა, რომ დიდ ბალეტში ამ როლით დაბრუნებულიყო.

''ზოგი ირჩევს ერთ დიდ თეფშს საჭმელით და ზოგიც ხელოვნებას'', ბარიშნიკოვის ნათქვამი ეს სიტყვები ირმა ნიორაძის ცხოვრების დევიზად იქცა.

ირმა ნიორაძე მშობიარობის შემდეგ პეტერბურგში - რობერსპიერის ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელიც ერმიტაჟის გვერდით იყო. ყოველ დილას ამ ქუჩაზე ოცი წუთის განმავლობაში დარბოდა. დღის განმავლობაში კი ხაჭოთი იკვებებოდა, მხოლოდ წყალს სვამდა და ამ ყველაფრის გარდა რამდენიმე საათით რეპეტიციებს გადიოდა.

ერთ თვეში ზუსტად 22 კილოგრამი დაიკლო. ამ ყველაფერს ახლა აღარ გააკეთებდა, რადგან ფიქრობს, რომ მაშინ ასეთი ცხოვრების წესით ჯანმრთელობას ავნო, თუმცა შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნამი
ერთი თვე რომ მარტო ხაჭო ჭამო წარმოგიდგენიათ თირკმელებს რა დაემართება?
17:19 / 05-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS