27 ივნისი, 2015
5 რჩევა სოფო ბედიასგან რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ – ბებიების ნიღბები და ზაფხულის დიეტა
30 წლის ვარ და ჯერჯერობით ნაოჭი არ მაქვს იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდეთ, აუცილებელი არაა, ისტერიული თანხა დახარჯოთ ძვირადღირებულ კრემებში და ნიღბებში. ფიქრობს, სოფო ბედია. სოფომ თავის მოვლის რამდენიმე მეთოდი გაგვიმხილა.

1. იმისთვის რომ კარგად გამოვიყურებოდე, პირველ რიგში მთავარია, გამოძინებული ვიყო.

2. ბებიების ნასწავლ მეთოდებს ხშირად არ ვხმარობ, მაგრამ ზაფხულში საღამოს კიტრის ნაფრცქვენს ვიდებ სახეზე. ძალიან კარგია ასევე ვაშლის ან სხვა ხილის ნაფრცქვენის დადება, ამ პროცედურის ჩატარების მერე სახეს გაზგასული ბორჯომით ან ნაბეღალვით ვიბან.

ან სხვა
მინერალური წყლით, ჩამოვიბან ხოლმე. მაქვს კარგი ფირმის და კარგი ხარისხის ნიღბებიც, რომელსაც კვირაში ერთხელ თუ ვერ ვახერხებ, ორ კვირაში ერთხელ მაინც ვიკეთებ.

3. ძალიან თხელი თმა მაქვს. მე კი გრძელი თმა მიყვარს, რომლსაც როგორც გინდა ისე გაიკეთებ, ამიტომ წლების განმავლობაში ხელოვნურად ვიგრძელებდი. რამდენიმე თვის წინ მოვიხსენი. ახლა მოკლეს, გაშლილს და ბუნებრივად დახვეულ თმას ვატარებ და მივეჩვიე. დაგრძელებისგან თმა დამიზიანდა და უფრო დამითხელდა.

პრობლემის მოსაგვარებლად ჩემს მომზადებულ ნიღაბს და სპეციალურ შამპუნებს ვხმარობ. თმის ძირებში უნდა წაისვა აბუსალათინის ზეთის, ბე და ე ვიტამინის ნარევი. ორი თვეა, რაც გრძელი თმა მოვიხსენი და და ამ ნარევს ვისვამ. შედეგი უკვე მაქვს.

თვეში ერთხელ შეიძლება ჩვეულებრივი მაიონეზის წასმა. მაგრამ მერე კარგად უნდა ჩამოვიბანო, რომ სუნმა არ შეგაწუხოს.

4. 30 წლის ვარ და ჯერჯერობით ნაოჭი არ მაქვს. გენეტიკურად დედაჩემსაც და ბებიაჩემსაც დიდხანს არ ჰქონდათ ნაოჭები. მოგვიანებით, ალბათ ათ წელიწადში პლასტიკურ ოპერაციას მივმართავ, მაგრამ ვფიქრობ, შუბლზე ნაკლებად გავიკეთებ რაიმე პროცედურას.

ამბობენ, რომ შუბლზე მიზანშეწონილი არაა ბოტოქსის გაკეთება. ეს იმ ქალბატონებისგან ვიცი, რომლებიც საკუთარ თავს ძალიან კარგად უვლიან.

ტუჩთან და ცხვირის მიდამოებში თუ დამჭირდება, აუცილებლად გავიკეთებ. ჯერ მხოლოდ ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. არ მაკომპლექსებდა, მიყვარდა ჩემი ძველი ცხვირი, მაგრამ გავხდი და ეკრანზე გრძელი ჩანდა, შესაბამისად ოდნავ დავიმოკლე.

5. მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს. ყოველთვის წონას ვებრძვი და სულ ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე. ბოლო დროს პროექტ „ერთი ერთში“ ვარ.

ეკრანი წონას მიმატებს და ნერვები მეშლება, ამიტომ დღის განმავლობაში მსუბუქად, მხოლოდ კიტრის და პომიდვრის სალათით ვიკვებები. კიდევ მინდოდა, ცოტა მაღალი ვყოფილიყავი, მაგრამ რა ვქნათ, ალბათ ღმერთს უნდოდა, რომ ასეთი ვყოფილიყავი (იცინის).

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
რუსუდანი
რატომ ბრაზობთ ქალბატონო მაიკო?! ყველა ქალი ლამაზია თავისებურად და მშვენიერი. ძალიან შეუხედავ ქალსაც კი ტკბილმობრობა ამშვენიერებს და პირიქით... ან კიდევ - ამას ეძახიან ქალურ ბოღ-მას!
11:54 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ეს ქალია იდეალური???!!!ვაი,თქვენს პატრონებს!!!აშკარად დაკარგული გაქვთ ამ ჟურნალისტადწოდებულებს მშვენიერზე,ლამაზზე აღქმა!!!ყველას ლამაზს და ულამაზეესს როგორ უწოდებთ...მაშ,მშვენიერი და ლამაზი ვინღაა?!
14:12 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS