25 ივნისი, 2015
პოდაგრის მკურნალობა იოდითა და ასპირინით: 2 რეცეპტი
იოდის გამოყენებას, როგორც პოდაგრის სამკურნალო საშუალებას, გააჩნია უამრავი დადებითი გამოხმაურება ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს თავის თავზე მისი სასიკეთო მოქმედება.

ითვლება, რომ იოდი ღრმად აღწევს პოდაგრით დაზიანებულ სახსარში და აქრობს ანთების კერას. სკეპტიკოსების აზრის მიუხედავად, ამ სამკურნალო საშუალების სარგებელი საკმაოდ საგრძნობია.

თერაპევტული ეფექტის გაძლიერებისთვის, სახალხო მკურნალები და ექიმები ურჩევენ ავადმყოფებს შეათავსონ ხალხური მეთოდებით მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასთან. იოდის გამოყენების დროს მკურნალობის წარმატებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად დაუდგინდა ავადმყოფს პოდაგრა.

რეცეპტი 1


იოდი - 10 მლ
ასპირინი -
5 აბი


იოდი გადაასხით შუშის ჭურჭელში და დაამატეთ წინასწარ დაფშხვნილი ასპირინის აბები. ასპირინი მთლიანად უნდა გაიხსნას იოდში და გააუფერულოს ის. იმის შემდეგ, რაც სამკურნალო სითხე გაღიავდება, ის უკვე შეიძლება გამოიყენოთ სამკურნალო მიზნისთვის.

ყოველ დღე ძილის წინ წაისვით დაზიანებულ სახსრებზე ხსნარი, რის შემდეგ დაითბილეთ ეს ადგილი (ფეხებზე ჩაიცვით წინდები, ხოლო ხელებზე - ხელთათმანები). დილას ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. მკურნალობის კურსი - პოდაგრის სრულ გაქრობამდე.

რეცეპტი 2

იოდი - 10 მლ
ასპირინი - 2 აბი

1 ლიმონის ახალდაწურული წვენი

ყველაფერი მოამზადეთ და გამოიყენეთ იგივე წესით, როგორც წინა რეცეპტშია აღწერილი, ოღონდ იოდის და ასპირინის ხსნარს დაუმატეთ ლიმონის წვენი.
ბეჭდვა