21 ივნისი, 2015
შალის ძაფის სასწაული მოქმედება სახსრების და სხვა სახის ტკივილზე
შალის ძაფი მცირე სტატიკური დენის წყაროა. არსებობს უამრავი მითი იმის შესახებ, რომ დიდი ხნის წინ ეს მოიგონეს ჯადოქრებმა და მაგიის ოსტატებმა, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხური მედიცინაა.

მაჯაზე ან წვივზე შებმული შალის ძაფი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ეხმარება მყესის დაზიანების დროს. ძაფის მოხსნიდან სახსარი შეიძლება კიდევ რამდენიმე საათი გტკიოდეთ.

შალის ძაფი ეხმარება არა მხოლოდ ხელის და ფეხის სახსრების ტკივილის დროს. შალი ითვლება ყველაზე ჯანმრთელ, ჰიგიენურ და თერმოდამარეგულირებელ ქსოვილად. მისი სტრუქტურა კანს
სუნთქვის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, მას გააჩნია სამკურნალო თვისებები.

ოდითგან მტკივნეულ ადგილებზე ნატურალური და შეუღებავი შალის (მატყლის) დადებით, ხალხი თავისუფლდებოდა თავის, კბილის, წელის და სხვა სახის ტკივილსგან. ძველად დღენაკლულ ბავშვებს დებდნენ ცხვრის მატყლში.

საქმე იმაშია, რომ ცოცხალი ცხოველისგან შეჭრილი ნატურალური, შეუღებავი და ქიმიკატებით დაუმუშავებული შალის ბოჭკოები დაფარულია ცხოველური ცვილით - ლანოლინით. ეს ძვირფასი ნივთიერებაა, რომელიც სპეციალურად მოიპოვება კოსმეტიკური და სამკურნალო კრემების დასამზადებლად.

თუ ნატურალურ შალს გამოიყენებთ ლოგინში, მასში შემავალი ლანოლინი, რომელიც დნება 35-37 გრადუსზე (სხეულის ტემპერატურა), ადვილად აღწევს კანში და სასიკეთოდ მოქმედებს სახსრებზე, კუნთებზე, ხერხემალზე, ხსნის ტკივილს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
და პირდაპირ ლანოლინი რომ ვიხმარო არა?
00:15 / 22-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS