21 ივნისი, 2015
თუ ხვალიდან ყავას უშაქროდ დალევთ, 5 რამ აუცილებლად შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში
1. გახდებით უფრო ენერგიულები

დაღლილობისას უმეტესობა ტკბილ ყავას ირჩევს. როცა თქვენ სვამთ ან მიირთმევთ რაიმე ტკბილს, სისხლში იმატებს გლუკოზის შემცველობა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, მაგრამ ეს მხოლოდ 15 წუთს გრძელდება, შემდეგ კი კვლავ დაღლილობას განიცდით.
ამ პრობლემის მოგვარებას მაშინ შეძლებთ, თუ ყავას უშაქროდ დალევთ.

2. თქვენი წონა ბალანსირდება

თუ ტკბილს შეჭამთ, ცოტახნის შემდეგ ორგანიზმი კვლავ მოგთხოვთ და ეს მოთხოვნა უფრო აგრესიული იქნება. ამიტომ ამბობენ მეცნიერები, რომ შაქარი ნარკოტიკული საშუალებების მსგავს დამოკიდებულებას იწვევს.
დალიეთ ყავა ან
ჩაი ორცხობილასა და შაქრის გარეშე და წონის პრობლემაც არასდროს შეგაწუხებთ.

3. საჭმლის მომნელებელი სისტემა ორჯერ უფრო უკეთესად მუშაობს

შაქარი საზიანოა, ცელულოზა კი სასარგებლო. თუ შაქარს ხილით ან ბოსტნეულით ჩაანაცვლებთ გადამამუშავებელი სისტემა მადლობას გეტყვით. სწრაფად დაუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.

4. აღარ გაგიჩნდებათ ტკბილის მძაფრი მოთხოვნილება

რაც მეტ შაქარს იღებთ, მით უფრო მეტად გიჩნდებათ მისი მოთხოვნილება. გამორიცხეთ ცხელი სასმელების მიღება შაქრით და შეამჩნევთ, რომ ნაკლებად ჭამთ ორცხობილას, ვაფლსა თუ ფუნთუშებს. რამდენიმე თვის შემდეგ კი გაოცდებით - ადრე უზომოდ გემრიელი ტორტები და ფუნთუშები ზედმეტად ტკბილი მოგეჩვენებათ.

5.კანი გაგიჯანსაღდებათ

მუწუკები და შავი ლაქები დრო და დრო გაქრება. რამდენიმე თვეში სრულიად შეწყვეტთ კანის მომვლელი საშუალებების შეძენას. ეს ფაქტია.

ანა ვერძაძე

ბეჭდვა