21 ივნისი, 2015
თუ ხვალიდან ყავას უშაქროდ დალევთ, 5 რამ აუცილებლად შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში
1. გახდებით უფრო ენერგიულები

დაღლილობისას უმეტესობა ტკბილ ყავას ირჩევს. როცა თქვენ სვამთ ან მიირთმევთ რაიმე ტკბილს, სისხლში იმატებს გლუკოზის შემცველობა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, მაგრამ ეს მხოლოდ 15 წუთს გრძელდება, შემდეგ კი კვლავ დაღლილობას განიცდით.
ამ პრობლემის მოგვარებას მაშინ შეძლებთ, თუ ყავას უშაქროდ დალევთ.

2. თქვენი წონა ბალანსირდება

თუ ტკბილს შეჭამთ, ცოტახნის შემდეგ ორგანიზმი კვლავ მოგთხოვთ და ეს მოთხოვნა უფრო აგრესიული იქნება. ამიტომ ამბობენ მეცნიერები, რომ შაქარი ნარკოტიკული საშუალებების მსგავს დამოკიდებულებას იწვევს.
დალიეთ ყავა ან
ჩაი ორცხობილასა და შაქრის გარეშე და წონის პრობლემაც არასდროს შეგაწუხებთ.

3. საჭმლის მომნელებელი სისტემა ორჯერ უფრო უკეთესად მუშაობს

შაქარი საზიანოა, ცელულოზა კი სასარგებლო. თუ შაქარს ხილით ან ბოსტნეულით ჩაანაცვლებთ გადამამუშავებელი სისტემა მადლობას გეტყვით. სწრაფად დაუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.

4. აღარ გაგიჩნდებათ ტკბილის მძაფრი მოთხოვნილება

რაც მეტ შაქარს იღებთ, მით უფრო მეტად გიჩნდებათ მისი მოთხოვნილება. გამორიცხეთ ცხელი სასმელების მიღება შაქრით და შეამჩნევთ, რომ ნაკლებად ჭამთ ორცხობილას, ვაფლსა თუ ფუნთუშებს. რამდენიმე თვის შემდეგ კი გაოცდებით - ადრე უზომოდ გემრიელი ტორტები და ფუნთუშები ზედმეტად ტკბილი მოგეჩვენებათ.

5.კანი გაგიჯანსაღდებათ

მუწუკები და შავი ლაქები დრო და დრო გაქრება. რამდენიმე თვეში სრულიად შეწყვეტთ კანის მომვლელი საშუალებების შეძენას. ეს ფაქტია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
მე მარია.
ბებიაჩემი- საერთოდ არ სვავდა ყავას- 104 წელი იცოცხლა ნეტა ყავის მეტი სასმელი არ არსებობს? მაგ ხინას რომ არ მოაკვლევინოთ თავი?
20:21 / 12-01-2018
გამოხმაურება / 0 /
anka
ყავას ორგანიზმიდან გამოაქვს კალციუმი, ამიტომ სულ ცოტა შაქარი მაინც უნდა უყოთ. თუ სხვა რამით იღებთ საკმარის კალცს ეგ სხვა არის. მე გამოსავალი ვიპოვე ყავისფერი შაქარი. მაღაზიაში იყიდება იყიდეთ და პრობლემაც მოგეხსნებათ, მართალია ყავას თეთრი უფრო უცდება მაგრამ სამაგიეროთ დაცული ხარ მავნე რაღაცეებისგან
13:20 / 16-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ისე მოვიმატე წონაში ლამის ასი კილო გავხდი. წონის მატების გამო სისხლში გლუკოზის დონემ აიწია და უკვე ერთი კოვზი შაქარი აღარ მყოფნიდა. ანალიზებმა დამიდასტურა რომ გლიკემიური ინდექსი(ანუ სისხლში გლუკოზის დონე) ზღვარზე მქონდა და თუ თავს არ დავანებებდი შაქრის მიღებას უკვე მეორე ხარისხის დიაბეტი ჩამომიყალიბდებოდა.ამიტომ გადავდგი ჩემთვის მტკივნეული ნაბიჯი და ამოვიღე შაქარი ხმარებიდან.პირველი სამი თვე ალიან გამიჭირდა მით უმეტეს რომ თურქულ ყავას ვსვამ და დილით ლეომიცეტინივით მწარე იყო მისი დალევა :)) მაგრამ აგერ უკვე ოთხი წელია შევეჩვიე უშაქროს სმას და უნდა ითქვას ყავის ნამდვილი გემოც ახლა გავიგე.წონაც დამირეგულირდა და არც შენარჩუნება მიჭირს ამ წონის.
10:24 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
უშაქრო ყავას ვსვამ, რაც თავი მახსოვს. კბილები ადგილზე მაქვს (ალბათ იმიტომაც, რომ კალციუმის შემცველ სხვა პროდუქტებს ვიღებ ხშირად) და სახეზე პრობლემების რა გითხრათ - კანის მოვლის გარეშე, უშაქრო ყავა ვერაფერი ბედენაა.
09:28 / 06-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ყავა როგორ ცავისვატ? მოვადუგოტ და ნალექი რაც დარცჰება?
10:36 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS