აბზინდა კლავს ყველა უმარტივეს ინფექციას, რომელიც იწვევს ორგანიზმში ანთებით პროცესებს. მას გააჩნია სპაზმოლიტური, ნაღვლმდენი, შარდმდენი, ანთებითსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება. გარდა ამისა, აბზინდას იყენებენ ანემიის, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების დროს, მრგვალი ჭიების დასაყრელად (ოყნის სახით) და ნაწლავების მიკროფლორის აღსადგენად.
უნდა გახსოვდეთ, რომ აბზინდას ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენება არ შეიძლება, რადგან იწვევს პირღებინებას, მოწამვლას.
მიუხედავად იმისა,
რეცეპტი 1.
1 ს.კ. გამხმარ აბზინდას 2-ჯერ გადაავლეთ მდუღარე წყალი, გადაწურეთ და ყოველი ჭამის შემდეგ აიღეთ ცოტაოდენი ბალახი ჩაის კოვზის წვერზე და 1 საათის განმავლობაში გაიჩერეთ პირში სანამ აბზინდა არ დაკარგავს სიმწარეს. მასე უნდა გააკეთოთ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს.
რეცეპტი 2.
დაფქვით გამხმარი აბზინდა და ძილის წინ მიიღეთ 1 ნაკლებად სავსე ჩაის კოვზი აბზინდას ფხვნილი და ნელ-ნელა დააყოლეთ 1/3 ჭიქა წყალი. კურსი 1 თვე, წელიწადში 2-ჯერ.