19 ივნისი, 2015
ანი ჯაჯანიძის დიეტა - როგორ მიიღო მოცეკვავემ იდეალური ფორმები
დღეში მაქსიმუმ 25 გრ შავი შოკოლადის ჭამა შემიძლია
მოცეკვავე ანი ჯაჯანიძემ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ახალ ფოტოები გამოაქვეყნა. ანი აშკარად შეცვლილია, რამდენიმე კილოგრამი აქვს დაკლებული. რასაც როგორ თავად წერს დიეტის და ზუმბას ვარჯიშების  წყალობით მიაღწია.

- ანი, როგორ მიაღწიე ასეთ კარგ შედეგს?
- საზოგადოებაში როცა ვამბობ, დიეტაზე ვარ-მეთქი, ჰგონიათ, რომ ვშიმშილობ, ან რაღაც გამოგონილ კეფირის ან მაწვნის კვებაზე ვარ. დიეტა ქვია, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ ეს სწორი კვებაა, ცხოვრების სტილია და არა შიმშილი. ძალიან სასიამოვნო
პროცესია პირადად ჩემთვის, კვების კონტროლი. მსუქანი, მოგეხსენებათ არასდროს ვყოფილვარ ისედაც, თუმცა რომც ვყოფილიყავი დროთა განმავლობაში ამ მეთოდით მაინც ჩავდგებოდი ფორმაში. მოკლედ რომ ვთქვა, აუცილებელია, სწორი კვება, სწორი ძილი და აუცილებლად ვარჯიში. შეიძლება გახდე, მაგრამ თუ არ ვარჯიშობ ფორმები დახვეწილი მაინც არ გექნება. ასევე, მხოლოდ ვარჯიშით, თუ კვებას არ შეუწყეთ, ვერ მიიგებთ სასურველ შედეგს.

- დიეტა არასდროს დაგირღვევია?
- ზოგჯერ არის, ფსიქოლოგიური მომენტი, ფიქრობ, ბევრს ვვარჯიშობ და არა უშავს თუ ბევრს შევჭამ, ან ცხიმიანს შევჭამ, ან ცომეულს… მაგრამ ეს მცდარი მიდგომაა. რა თქმა უნდა, რაც გიყვარს და არ შეესაბამება სწორ კვებას, ის ათაში ერთხელ შეიძლება, შეჭამო, მცირე ულუფებით, მაგრამ ამას სისტემატიური ფორმა არ უნდა ჰქონდეს.
მე ასე ვთვლი, მთელი საიდუმლო სისტემატიურობაშია, სწრაფი შედეგი ყველას გვინდა, მაგრამ ძალიან დიდი მოთმინების უნარი გვმართებს, ნებისმიერი მიზნის მიღწევისათვის. ნებისმიერი წარმატებისთვის.

- სწორი კვება იმას მოიცავს, რომ დღეში რამდენჯერმე უნდა იკვებო შენ რამდენჯერ იკვებები და რა ამოიღე კვების რაციონიოდან.
- დღეში 4-ჯერ ვიკვებები. წყლის რაოდენობასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. რაციონიდან, რა თქმა უნდა, შემწვარი საკვები ამოღებული მაქვს (თუმცა ეს ჩემთვის არ წარმოადგენს სირთულეს). რაც მიჭირს და უარი მიწევს ვთქვა, ეს არის ტკბილეული, კრუასანები, შოკოლადის თუ ცომეულის ნაწარმი. მაგრამ ყველაფერი. დღეში მაქსიმუმ 25 გრ შავი შოკოლადის ჭამა შემიძლია და ამითაც ბედნიერი ვარ. ვცდილობ, დღეში 2 ლიტრამდე წყალი დავლიო, თუმცა ხან გამომდის, ხან - არა. გააჩნია, დღის გრაფიკს. ვარჯიშის დროს არ ვსვამ. თუ დღის უმეტესი ნაწილი ვვარჯიშობ, მაშინ მიჭირს მაგ ნორმაზე ასვლა. ვარჯიშში მხოლოდ ცეკვას ვგულისხმობ. ზუმბის სტუდია მაქვს გახსნილი და ისიც ჩემთვის და ჩემი სხეულისთვის საუკეთესო სამსახურს მიწევს

Rating

- ბოლო დროს რამდენი კილო დაიკელი?
- ზუსტად არ ვიცი, მიახლოებით 2 კილო ალბათ 3 კვირაში. როცა კანქვეშა ცხიმის წვა მიმდინარეობს იქ დაკლება და გამოშრობა ბევრად რთულია, ვიდრე დიდი ცხიმის ფენის დაწვა. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, წონას აზრი არ აქვს. მთავარია, სარკეში ჩავიხედო და ჩემი ფორმები მომწონდეს, ვიდრე ვიკლებდე და ვიზუალურად არ ვიყო კმაყოფილი.

- სალომე ჭაჭუას სტუდიიდან რომ წამოხვედი გული არ გწყდება?
- რა, რატომ უნდა მწყდებოდეს. პირიქით, დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის იმედად ყოფნა ყველაფერს მირჩევნია.

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS