12 ივნისი, 2015
ინდირა ჯგერნაიას დიეტა და მუცლის ცხიმის დასაწვავი ექსკლუზიური კოქტეილი – 9 დღეში მინუს 5 კგ.
ინტერნეტში ბევრი დიეტა წავიკითხე და სხვების გამოცდილებებიც მოვისმინე მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. დიეტა საკმაოდ რთულია თუმცა შედეგი იმდენად კარგია, ინდიდა, ფიქრობს კიდევ გააგრძელოს.

- ინდირა, რატომ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?
- ფორმაში მინდოდა ჩადგომა, რადგან უცებ ამოვვარდი რეჟიმიდან. თან ზამთარი ისედაც გვასუქებს ზოგადად მანდილოსნებს (იცინის)… ბევრი დღესასწაულები, სუფრა. მოკლედ, ერთ დღესაც გამოვაღე გარდერობი და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ აღარ მეტეოდა. ეს იყო ყველაზე ცუდი შეგრძნება.

- დიეტოლოგს მიმართე?
- არა, არანაირი
დიეტოლოგი. ინტერნეტში ბევრი დიეტა წავიკითხე და სხვების გამოცდილებებიც მოვისმინე.

- რომელ დიეტაზე შეაჩერე არჩევანი?
- წიწიბურას დიეტას ვიცავ, რომელიც სასწაულმოქმედია. 9 დღიანია, რომელმაც 9 დღეში 5 კილო მომაკლებინა და კიდევ ვაგრძელებ. აუცილებელია ძილის რეჟიმი იყოს მოწესრიგებული რათა ღამე გაღვიძებულს შიმშილმა არ შემოგიტიოს.

- მხოლოდ წიწიბურას ჭამ მთელი დღის განმავლობაში?
- როდესაც მშია ვჭამ მოხარშულ წიწიბურას და უშაქრო მწვანე ჩაის ვსვამ. ყავა ნებისმიერი შეიძლება და ისიც უშაქრო უნდა იყოს. დღის განმავლობაში დაახლოებით ნახევარ კილოგრამ წიწიბურას ვჭამ

- წიწიბურას ზეთს და მარილს ამატებ?
- არა, არანაირი ზეთი და მარილი მხოლოდ მშრალად მოხარშულ წიწიბურას ვჭამ. ამას ვამატებ ხანდახან ერთ ქილა მაწონში ვყრი ერთ კოვზ ხსნად ყავას და 100 გრამ ნამდვილ კონიაკს ვურევ. საშინელი დასალევია, მაგრამ მუცლის ცხიმებს კარგად წვავს. ამას რომ ვჭამ, თითქმიის გულის რევამდე მივდივარ, მაგრამ ეფექტი ნამდვილად აქვს. მსხვერპლის გაღება ნამდვილად მიწევს.

- ხილს ჭამ?
- სიმართლე გითხრათ არა და ვერ ვჭამ. რამოდენიმე დღის წინ ვჭამე ალუჩა. მხოლოდ
ხილი აუცილებელია, თუმცა მადა ისე მაქვს დაქვეითებული ჭამის სურვილიც აღარ მიჩნდება.
უბრალოდ გონებით ვიცი, რომ რაღაც უნდა შევჭამო, რომ წნევა არ დამივარდეს და ცუდად არ გავხდე.

- წყალს დიდი რაოდენობით სვამ?
- გაზგსულ მინერალურ წყალს ვსვამ, ბუნებრივს არა.

- რამდენი კილოგრამი გინდა, რომ იყო?
- სიმაღლით ვარ 1.78 და სანამ დიეტას დავიწყებდი, ვიყავი 75 კილო. მინდა, 65 კილოზე ჩამოვიდე. ახლა ვარ 70 კილო. პარალელურ რეჟიმში ვვარჯიშობ კვირაში 3 დღე.

- სტიმულს დიეტისთვის ქალებს როგორც წესი სიყვარული აძლევს ხოლმე. შენს შემთხვევაშიც ასეა?
- არა, რა სიყვარული ეს მამაკაცს ნამდვილად არ უკავშირდება. ამ ეტაპზე ფიქრიც კი არ მინდა არავისზე. ეს სტიმული არის სცენა, ეკრანი და ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ. ვემზადები ახალი სეზონისთვის.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
მაიკო
წიწიბურას დიეტის გამო გონება დავკარგე .. მე, ვისაც ჯორივით ჯანმრთელობა მაქვს...ამიტომ შეეშვით მსგავს ყურმოკრულ იდიოტობებს და იკვებეთ ჯანსაღად, ერთსა და იმავე დროს, სვით წყალი, იხტუნეთ ლახტით - 1 წუთიდან გაზარდეთ ნელ-ნელა, + რამდენიმე ვარჯიში რომელიც ყველაზე მეტად გეადვილებათ და ნახევარ წელიწადში საოცარი შედეგი გექნებათ
01:28 / 03-07-2020
გამოხმაურება / 0 /
sopo
Daavadmkopdebi chemo kargo..girchev swori kvebis specialists m!marto da ise daiklo wonashi, torem kuntebi gageleva, shinagan organoebze cximi dagigrovdeba da imuniteti dagiqveitdeba
20:23 / 04-07-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ნახევარი კილო უკვე მოხარშული,არა მშრალი
23:29 / 22-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინინინი
მე დავიცავი წიწიბურის დიეტა და შედეგი მაქვს მართლა ოღონდ: დღეში ნახევარი ლიტრი მაწონი და ერთი ღვინის ჭიქა/ და არა ჩაის/ წიწიბურა. მომზადების წესი: ღამით ნახევარი ლიტრის ნახევარში ჩაყარეთ ერთი ღვინის ჭიქა წიწიბურა, ის გაღვივდება იქ და დილით დაამატე დარჩენილი ნახევარი მაწონი და უზმოზე მიირთვით, მთელ დღეზე გადაანაწილეთ მასა, შიგადაშიგ შეგიძლია კიტრიც მიირთვათ და წყალი სვით რამდენსაც შეძლებთ. 8 დღეში შედეგი სახეზეა.
23:32 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ყველაფერი უნდა მიირთვათ ნახევარი პორციებით და ხშირად 3 საათში ერთხელ.
08:46 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS