07 ივნისი, 2015
როგორ მოვიშოროთ მუცელი ჯადოსნური კოქტეილით 1 თვეში - ვარჯიშის გარეშე
ერთი თვის განმავლობაში საღამოობით საკვებად გამოიყენეთ ძალიან სასარგებლო კოქტეილი. ერთ თვეში იხილავთ შედეგს. სახის ფერი, კანი, თმა და ფრჩხილები საოცრად უმჯობესდება, მუცელი კი ქრება.

ინგრედიენტები:

5 ს.კ შვრიის ფანტელი
5 ს.კ წყალი
1 ს.კ რძე
1 ჩ.კ თაფლი
5 ც ნიგოზი

მომზადების წესი:

5 ს.კ შვრიის ფანტელს დაასხით 5 ს.კ. ცივი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით ან დილას დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი. 

შემდეგ დაუმატეთ 1 ს.კ რძე, 1 ჩ.კ თაფლი და წვრილად
დაჭრილი ნიგოზი. შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და მიირთვით.

3 საათის მანძილზე ნურაფერს შეჭამთ, არ დალიოთ ყავა ან ჩაი.

3 საათის შემდეგ კი ყავის მოყვარულებს, შეგიძლიათ სურვილის დაკმაყოფილება და გამოფხიზლება.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ნინო
ყველას გვინდა უმოძრაოდ, "ერთ დღეში" დავიკლოთ კილოგრამები.ივარჯიშეთ ყოველ დღე!
22:50 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანუ
სათაური სხვამ დაწერა, რეცეპტი კი სხვამ, ფაქტია :D
22:21 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
აბგდ
რა იყო ხალხო რა ამბავს ტეხავთ ყველაფერზე, ან დილით მიიღეთ ან საღამოს, მთავარია 3სთ არაფერი ჭამოთო... კოქტეილია თუ ფაფა ყველა ინგრედიენტი ცალ-ცალკეც სასარგებლოა, მაგრამ მე მუცელზე მარტო პრესის ვარჯიში მშველის(რა თქმა უნდა გადაძღომის გარეშე) :)
22:20 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანუ
თუ საღამოს მოამზადებთ, ცივი წყალი დაასხით და თუ დილას მოამზადებთ, ცხელი წყალი უნდა დაასხათ, ხოლო ეს ნარევი /რაც გსურთ, ის უწოდეთ სახელად/ მიიღოთ დილასო, - გარკვევით ასე წერია რეცეპტში :D დილა დაიწყეთ ჭიქა წყალით :D რა, წყალი თუ დალიეთ უზმოზე, ვეღარ ისაუზმებთ?!. უმჯობესია, ის დაწეროთ, რომელიმე თქვენთაგანმა თუ გამოსცადეთ ეს რეცეპტი :D :D
22:18 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქალბატონ ანა ვერძაძეს
დილით თუ საღამოს? და სქელი მასაა კოქტეილს არა ჰგავს, წყლის დალევა თუ შეიძლება ამ 3 საათის განმავლობაში???? (საერთოდ დილას წყლის სმით ვიწყებ)
19:05 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS