რამაზ ნოზაძე რამდენიმე დღით მოლდოვაში გაემგზავრა. მანამდე კი მეუღლეს სოციალური ქსელის საშუალებით წონაში დაკლება ურჩია. "აპოლონივით ქმარი გყავს და შენც ფორმაში უნდა იყოო" - წერდა რამაზი. ხატიაც თავს არ ზოგავს, რომ მეუღლეს გული გაუხაროს ძალიან კარგ ფორმაში იყოს.
- ხატია, რატომ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?
- ქმარმა შენიშვნა მომცა. ჩემი ერთადერთი სტიმული ჩემი ქმარია. მითხრა, 3 დღით მივფრინავ და 3 დღეს გაძლევ, რომ შედეგი დამანახოო.
- უკვე რამდენი დღე გავიდა?
-
- როგორია შედეგი?
- ორი დღეა, წიწიბურაზე ვარ, უკვე დავიჩუტე.
- რამდენი კილო დაიკელი?
- სასწორზე ჯერ არ შევმდგარვარ, სულ 53 ვიყავი. იმედია, ხვალამდე შესამჩნევი იქნება ჩემი შიმშილობა.
- რა შედის შენს დიეტაში?
- სამი დღე მარტო წიწიბურა უნდა ვჭამო ყველანაირი მისაყოლებელის გარეშე.
- წიწიბურას ზეთის და მარილის გარეშე ჭამ?
- კი, მხოლოდ წყალში მოხარშულს ვჭამ. რას არ გაგაკეთებინებს სიყვარული. რომ ჩამოვა, უკვე ერთად დავიწყებთ ვარჯიშს.
- წყალს ბევრს სვამ?
- კი, წყალი მეხმარება მადის დაკარგვაში. საბედნიეროდ უკვე ძალიან ცხელა.
- დღეში რამდენ ლიტრ წყალს სვამ?
- დაახლოებით ორ ლიტრს.
- როგორ ფიქრობ, რამდენი კილო გაქვს დაკლებული?
- სავარაუდოდ ორ დღეში ერთ კილოს დავემშვიდობე.
- შენი მეუღლის კომენტარი ვნახე, აპოლონივით ქმარი გყავს და უნდა დაიკლო წონაშიო…
- ყველანაირად ცდილობს, სტიმული რომ მომცეს თორემ ჩემი ქმარი რომ აპოლონია, მეც მშვენივრად ვიცი. თუმცა თვითონაც იცის, გვერდით კოლხი მედეა, რომ ჰყავს (იცინის).
- დიეტის დროს ყავაზე უარი თქვი?
- ყავა შეიძლება.
- მითხარი, მეუღლესთან ერთად ვარჯიშის დაწყება მაქვს გეგმაშიო. ვარჯიშის პარალელურად დიეტას დაიცავ? თუ სამი დღე გეყოფა, სასურველი წონის მისაღწევად, როგორ ფიქრობ.
- კუჭი უკვე ისე დამიპატარავდა, დიდად აღარც მინდება საკვები. სავარაუდოდ მარტო `გრეჩიხას~ აღარ შევჭამ, მაგრამ დიეტას გავაგრძელებ.
- რამდენი კილო გინდა, რომ იყო?
- 48 კილო უნდა გავხდე. ეს არის ჩემი მიზანი.
მერი კობიაშვილი