02 ივნისი, 2015
ჭარხლის ბურახი - სამკურნალო ბალზამი ქალებისთვის ონკოლოგიური დაავადებების დროს
ჭარხლის ბურახი შესანიშნავი პროფილაქტიკაა ქალთა ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ის კარგად წმენდს ორგანიზმს: თირკმელებს, ნაწლავებს, სისხლძარღვებს, ღვიძლს; კურნავს ანემიას და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას.

ასევე ხალხური მედიცინა ჭარხლის ბურახს თვლის საუკეთესო არამედიკამენტურ საშუალებად ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ. 1 ჭიქა ბურახის მიღება 20 წუთის განმავლობაში დაბლა წევს არტერიულ წნევას.

ინგრედიენტები:

1 დიდი ზომის ჭარხალი
2 ლ ანადუღარი წყალი
4 ს.კ. შაქარი
1 ჭვავის პურის ხმელი ქერქი

მომზადება:

ჭარხალი კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ კანისგან. დაჭერით წვრილად და მოათავსეთ შუშის
ქილაში, დაასხით ცივი ანადუღარი წყალი, დაამატეთ შაქარი (შაქარი უნდა გაიხსნას წყალში) და ჭვავის პურის ხმელი ქერქი. შემდეგ ქილას დააფარეთ მარლის ქსოვილი და დატოვეთ დუღილისთვის 3 დღით. ამის შემდეგ ბურახი გაწურეთ, ჩამოასხით ბოთლებში, დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში. ბურახი დალიეთ დღეში 1-2 ჭიქა საკვების მიღების შუალედებში.

უკუჩვენება. ჭარხლის ბურახი არ არის რეკომენდებული თირკმელებში და შარდის ბუშტში კენჭების დროს, პოდაგრის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავების დროს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS